უეფამ კოსოვოს ფეხბურთის ფედერაცია 55-ე წევრად მიიღო

AutoSharing Option
3 მაისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში უეფას კონგრესი გაიმართა, სადაც ორგანიზაციის წევრობაზე კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება განიხილეს.

28 ქვეყანამ კოსოვოს უეფაში მიღებას მხარი დაუჭირა, 24 წინააღმდეგი წავიდა, კიდევ 2 ხმა კი სათვალავში არ მიიღეს. შესაბამისად, კოსოვოს ფეხბურთის ფედერაცია ოფიციალურად შევიდა უეფას შემადგენლობაში, როგორც 55-ე წევრი.

უეფას წლის ერთ-ერთ მთავარ შეხვედრაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და გენერალური მდივანი დავით მუჯირი წარმოადგენენ. თუ რა პოზიცია დააფიქსირა კონგრესზე ქართულმა მხარემ, ჯერჯერობით უცნობია. ცნობისთვის, საქართველოს კოსოვოს დამოუკიდებლობა აქამდე არ უღიარებია.

კონგრესზე ხმის მიცემის ფარული
პროცედურის ინიციატივით, შვეიცარიის საფეხბურთო კავშირის გენმდივანი ალექს მიშერი გამოვიდა, რასაც მხარი დაუჭირეს. თავის მხრივ, სერბეთის ფეხბურთის კავშირის ხელმძღვანელმა ტომისლავ კარაჯიჩმა აღნიშნა, რომ კოსოვოს უეფაში მიღება ნებისმიერი პირობით დაუშვებელია, რადგან ასეთი გადაწყვეტილება ფეხბურთში პოლიტიკის ჩარევის ღიად მანიშნებელი იქნება.

კოსოვოს რესპუბლიკა, რომელიც ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მდებარეობს, ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფოა. სერბეთი მას თავის ნაწილად მიიჩნევს, თუმცა ტერიტორიას ვერ აკონტროლებს.

კოსოვოს ფიფაში მიღების საკითხს 12-13 მაისს, მეხიკოში გასამართ მსოფლიოს ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის კონგრესზე განიხილავენ.
მკითხველის კომენტარები / 7 /
კარგი იქნებოდა ჩვენც მხარი დაგვეჭირა რუსეთის ჯავრად ალბათ უბრალოდ იურიდიულად არ გამოდიოდა იმიტომ რომ როგორც სახელმწიფოს არ ვაგიარებთ.
აფხაზეთთან და ოსეთთან კოსოვოს შედარება იმით შეიძლება რომ იქაც და აფხაზეთშიც ეთნიკური წმენდა იყო და ორივეში რუსეთი მხარე იყო. 90ნებში სერბები ყველას თავის ირგვლივ ატერორებდნენ და ევროპის შუაგულში ძაან არასტაბიურ გარემოს ქმნიდნენ. მაშინ გერამნიამ მლიონნახევარი ლტოლვილო მიიგო კოსოვოდან. ანუ ამ მხრივ თითქმის იგივე სიტუაცია იყო როგორც ეხლა სირიის ლტოლვილებზეა.. ამიტომაც მოხვდათ.
vato
13:28 04-05-2016
0
რას ქვია არანაირი კავშირი არ აქვს? კოსოვო სერბეთის ნაწილია ისევე როგორც აფხაზეთი და ოსეთი საქართველოს! ზოგიერთები ორმაგ სტანდარტებს რატომ ემხრობით?!სიმართლე ილაპარაკეთ ან საერთოდ გაჩუმდით!!!! მსოფლიოს მთავარი ქვეყნები რომელია?? რუსეთი არარის მთავარი??? თუ არარის მთავარი მაშინ რატომ ვერ გიბრუნებენ ის "მთავარი ქვეყნები" შენ მიწა-წყალს?!
G777
13:24 04-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული