მიშელ პლატინის სასჯელი შეუმცირეს

AutoSharing Option
სპორტულმა არბიტრაჟმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინის აპელაცია და მისი სასჯელი - ფეხბურთში მოღვაწეობის აკრძალვა - 6 წლიდან 4 წლამდე შეამცირა.

სასამართლომ აღიარა, რომ ფიფასა და პლატინის შორის 1999 წელს გაფორმებული ხელშეკრულება მართლაც არსებობდა, მაგრამ მოსამართლემ დაადგინა, რომ პლატინიმ ფიფას მე-19 და მე-20 კოდექსები დაარღვია.

გადაწყვეტილების გამოტანის მერე პლატინიმ განაცხადა, რომ უეფას პრეზიდენტობიდან გადადგება, რათა თავისი მართალი სახელი დაიცვას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული