18 მაისს უეფა კოსოვოსა და გიბრალტარის 2018 წლის მუნდიალის შესარჩევში დაშვებაზე იმსჯელებს

AutoSharing Option
18 მაისს უეფას აღმასკომზე განიხილავენ, თუ როგორ მიაღებინონ მონაწილეობა კოსოვოსა და გიბრალტარის ეროვნულ ნაკრებებს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში.

მანამდე კოსოვოსა და გიბრალტარის ფეხბურთის ფედერაციები ფიფას წევრები გახდნენ, რამაც ამ ქვეყნების ეროვნულ გუნდებს მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლის უფლებას აძლევს.

"უეფა ბაზელში, აღმასკომის სხდომაზე განიხილავს საკითხს, როგორ ჩართოს კოსოვო და გიბრალტარი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფებში", - ნათქვამია უეფას პრესსამსახურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ევროპის ზონის შესარჩევ ციკლში 9 ჯგუფია - შვიდი 6-გუნდიანი და ორი 5-გუნდიანი.
საქართველო D ჯგუფში ავსტრიის, უელსის, ირლანდიის, მოლდოვისა და სერბეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული