ამხ. მატჩები: უკრაინამ ალბანეთს მოუგო, შვეიცარიამ - მოლდოვას

AutoSharing Option
3 ივნისს, რუმინეთი-საქართველოს მატჩის პარალელურად, კიდევ რამდენიმე საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა გაიმართა.

შვეიცარიის ნაკრებმა ქალაქ ლუგანოში მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევში საქართველოს ნაკრების მეტოქე მოლდოვას უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

იტალიის ქალაქ ბერგამოში კი უკრაინის ნაკრებმა ალბანეთს მოუგო - 3:1.

ერთმანეთს იაპონიაში ეთამაშენენ ბოსნია-ჰერცოგოვინისა და დანიის ეროვნული გუნდები. შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა, რის შემდეგაც გუნდებმა პენალტების სერია შეასრულეს. უკეთესად ბოსნიელები გაისარჯნენ - 4:3.

იაპონიის ნაკრებმა შინ ბულგარეთი გაანადგურა - 7:2, ავსტრიაში კი კანადისა და აზერბაიჯანის ნაკრებები დაზავდნენ - 1:1.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული