13:32 06-06-2016
რონალდინიომ 3 წამში ორ ფეხბურთელს ბურთი ფეხებს შორის გაუტარა [VIDEO]
AutoSharing Option
5 ივნისს "ოლდ ტრაფორდზე" საქველმოქმედო მატჩი გაიმართა, სადაც ინგლისის ვარსკვლავები მსოფლიოს ნაკრებს შეხვდნენ.
პირველი ტაიმის ყველაზე ეფექტური მომენტი რონალდინიოს სოლო-რეიდი გახდა, რომელმაც რამდენიმე წამში ერთბაშად ორ ფეხბურთელს გაუტარა ბურთი ფეხებს შორის.
რონალდინიოს პირველი "მსხვერპლი" ბრიტანელი წამყვანი ბენ შეპარდი გახდა, მეორე კი - "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ვარსკვლავი ფილ ნევილი.
თამაში ინგლისის ვარსკვლავების გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა. ჯერმეინ დეფომ დუბლი გაიფორმა, ხოლო ერთიც მარკ რაიტმა გაიტანა. მსოფლიოს ნაკრებიდან კი დუბლით დიმიტარ ბერბატოვი გამოირჩა.
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
მესი და რონალდო საშუალო დონის მოთამაშეებად გამოჩნდებოდნენ