რონალდინიომ 3 წამში ორ ფეხბურთელს ბურთი ფეხებს შორის გაუტარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
36 წლის რონალდინიო ჯერ კიდევ ფორმაშია.

5 ივნისს "ოლდ ტრაფორდზე" საქველმოქმედო მატჩი გაიმართა, სადაც ინგლისის ვარსკვლავები მსოფლიოს ნაკრებს შეხვდნენ.

პირველი ტაიმის ყველაზე ეფექტური მომენტი რონალდინიოს სოლო-რეიდი გახდა, რომელმაც რამდენიმე წამში ერთბაშად ორ ფეხბურთელს გაუტარა ბურთი ფეხებს შორის.

რონალდინიოს პირველი "მსხვერპლი" ბრიტანელი წამყვანი ბენ შეპარდი გახდა, მეორე კი - "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ვარსკვლავი ფილ ნევილი.

თამაში ინგლისის ვარსკვლავების გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა. ჯერმეინ დეფომ დუბლი გაიფორმა, ხოლო ერთიც მარკ რაიტმა გაიტანა. მსოფლიოს ნაკრებიდან კი დუბლით დიმიტარ ბერბატოვი გამოირჩა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
...თან კაფუც წამოიყვანოს:)
murtalo
04:03 07-06-2016
0
მოიყვანეთ რა დინამოში :(
Akaki
13:57 06-06-2016
0

სიახლეები პოპულარული