ამხ.მატჩები: იტალიის ნაკრებმა მოიგო, პოლონეთმა - ვერა

AutoSharing Option
დღეს, 6 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე იტალიის და პოლონეთის ნაკრებებმა საერთაშორისო ამხანაგური მატჩები გამართეს.

პოლონელებმა ლიტვის ნაკრებს უმასპინძლეს. შეხვედრის 90 წუთი უგოლოდ მიილია - 0:0.

იტალიის ნაკრებმა კი ფინეთს უმასპინძლა და მეტოქე ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა. ანგარიში 27-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით ანტონიო კანდრევამ გახსნა, 72-ე წუთზე კი დანიელე დე როსიმ იტალიელთა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა, რითაც მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული