ფიფამ და უეფამ კოსოვო მუნდიალი 2018-ის საკვალიფიკაციოზე დაუშვეს

AutoSharing Option
ფიფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კოსოვო და გიბრალტარი მსოფლიოს 2018 წლის საკვალიფიკაციო ეტაპში ჩაერთვებიან.

შეგახსენებთ, რომ ფიფამ მაისში კოსოვოს და გიბრალტარს ორგანიზაციის წევრობა მიანიჭა და 2018 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლის უფლება მისცა.

ფიფას ვებგვერდის ცნობით, კოსოვოსა და გიბრალტარის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩასმის ამოცანა უეფას დაეკისრა.

9 ივნისს პარიზში, უეფას საგანგებო სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, გიბრალტარი H ჯგუფში ბელგიასთან, ბოსნიასთან, საბერძნეთთან, ესტონეთთან და კვიპროსთან ერთად ითამაშებს, ხოლო კოსოვო I ჯგუფში ხორვატიასთან, ისლანდიასთან, უკრაინასთან, თურქეთთან
და ფინეთთან ერთად იქნება.

აღნიშნულ ჯგუფებში კოსოვოსა და გიბრალტარის გადანაწილება უეფას საგანგებლო სხდომაზე იქიდან გამომდინარე მიიღეს, რომ კოსოვოს სერბეთთან ან ბოსნიასთან შეხვედრის ალბათობა გამორიცხონ.

შეგახსენებთ, რომ 3 მაისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში უეფას კონგრესი გაიმართა, სადაც ორგანიზაციის წევრობაზე კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება განიხილეს.

28 ქვეყანამ კოსოვოს უეფაში მიღებას მხარი დაუჭირა, 24 წინააღმდეგი წავიდა, კიდევ 2 ხმა კი სათვალავში არ მიიღეს. შესაბამისად, კოსოვოს ფეხბურთის ფედერაცია ოფიციალურად შევიდა უეფას შემადგენლობაში, როგორც 55-ე წევრი.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კოსოვოს გაწევრიანების წინააღმდეგ მისცა ხმა, რადგან საქართველო არ აღიარებს კოსოვოს.

კოსოვოს რესპუბლიკა, რომელიც ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მდებარეობს, ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფოა. სერბეთი მას თავის ნაწილად მიიჩნევს, თუმცა ტერიტორიას ვერ აკონტროლებს.

- უეფამ კოსოვოური კლუბები ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპზე არ დაუშვა
- სერბეთმა კოსოვოს საკითხთან დაკავშირებით სპორტულ არბიტრაჟში აპელაცია შეიტანა
- "კოსოვოს თემის წამოწევის შემდეგ, დარტყმა სულ საქართველოზე მოდის"
- რა შედეგებს გამოიწვევს საქართველოსთვის კოსოვოს უეფაში გაწევრიანება?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული