კოპა ამერიკა. D ჯგუფი: ლიონელ მესის ჰეთ თრიქი, არტურო ვიდალის დუბლი [VIDEO]

AutoSharing Option
აშშ-ში მიმდინარე კოპა ამერიკის 2016 წლის გათამაშების D ჯგუფში მეორე ტურის მატჩები გაიმართა. არგენტინის ეროვნულმა გუნდმა პანამას ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა და პლეი ოფი ვადამდე გაინაღდა, ჩილეს ნაკრებმა კი ბოლივიას ანგარიშით 2:1 მოუგო და მეოთხედფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნა.

ჩიკაგოს სტადიონ "სოლჯერ ფილდზე" არგენტინელებმა ანგარიში უკვე მე-7 წუთზე, მცველ ნიკოლას ოტამენდის გოლით კი გახსნეს, მაგრამ ამის შემდეგ ანგარიში კარგა ხანს აღარ შევლილა. 61-ე წუთზე მოედანზე ლიონელ მესი გამოჩნდა, რომელმაც ჰეთ თრიქი შეასრულა (68-ე, 78-ე და 87-ე წუთებზე). საბოლოო ანგარიში სერხიო აგუერომ
90-ე წუთზე დააფიქსირა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

რაც შეეხება ჩილესა და ბოლივიის შეხვედრას, ფოკსბოროს სტადიონ "ჟილეტზე" გამართული დრამატული მატჩის გმირი არტურო ვიდალი გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა და კოპა ამერიკის მოქმედ ჩემპიონებს ტურნირზე პირველი გამარჯვება მოუტანა.

ვიდალმა ანგარიში 46-ე წუთზე გახსნა, 61-ე წუთზე კი ჟასმინი კამპოსმა გაათანაბრა. ძირითადი დროის ამოწურვის შემდეგ მსაჯმა თამაშს 8 წუთი დაამატა. კომპენსირებულ დროში კამპოსმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა, ვიდალმა კი მე-100 წუთზე პენალტი ზუსტად დაარტყა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

არგენტინელები, რომლებსაც 6 ქულა და მეოთხედფინალის საგზური განაღდებული აქვთ, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, 15 ივნისს, აუტსაიდერ ბოლივიას (0 ქულა) შეხვდებიან. ჯგუფირს მეორე მატჩში პანამა და ჩილე ითამაშებენ, რომლებსაც 3-3 ქულა აქვთ და ჯგუფიდან გამსვლელი მეორე გუნდის ვინაობას გაარკვევენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული