კოპა ამერიკა სენტენარიო. როცა მესის თამაში ენატრება [VIDEO]

AutoSharing Option
* ხუან კარლოს ოსორიომ მექსიკის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მე-9 მატჩიდან მე-9 გამარჯვება მოიპოვა. მექსიკელებმა 19 გოლი გაიტანეს და მხოლოდ 1 გაუშვეს.
* მაქსი როდრიგესმა ურუგვაის ნაკრების მაისურით 113-ე მატჩი ჩაატარა და დიეგო ფორლანს გადაასწრო. ის მისი ნაკრების რიგებში საუკეთესო გახდა უშუალოდ კოპა ამერიკაზეც. ეს მაქსის მე-17 შეხვედრა გახლდათ ამ ტურნირზე.
* ხავიერ მასკერანომ კოპა ამერიკაზე თავისი 23-ე მატჩი ჩაატარა და ამ მხრივ, არგენტინის ნაკრებში თვით ხავიერ ძანეტის გადაასწრო.
* ჰეთ თრიკის მერე ლიონელ მესის "ალბისელესტეს" მაისურით 53 გოლი აქვს
გატანილი (109 მატჩში). მას პირველ ადგილზე მყოფ გაბრიელ ბატისტუტამდე 3 ბურთი აკლია. "ბატიგოლმა" 56 გოლი 78 შეხვედრაში დააგროვა.
* კლინტ დემპსიმ აშშ-ს რიგებში თავისი 51-ე გოლი გაიტანა. ლენდონ დონოვანამდე მას 6 ბურთი აკლია.

ჩილეს არგენტინასთან მარცხის მერე რეაბილიტაცია სჭირდებოდა და აუტსაიდერ ბოლივიასთან ამის კარგი შანსიც ჰქონდა, მაგრამ მიუხედავად დიდი სათამაშო უპირატესობისა, ხუან ანტონიო პიცის ბიჭებმა ძალიან ინერვიულეს.

არტურო ვიდალმა მეორე ტაიმის დებიუტში კი გაიტანა, მაგრამ შეცვლაზე 58-ე წუთზე შემოსულმა კამპოსმა ჯარიმიდან საოცარი სილამაზის დარტყმით გაათანაბრა (ეს ბოლივიელთა ერთადერთი ზუსტი დარტყმა იყო).

როგორც ჩანს, კოპა ამერიკის 100 წლისთავის პატივსაცემად, ჩილელებმაც მე-100 წუთზე შეაგდეს. ვიდალმა დუბლი გაიფორმა. ბოლივიელთა კარში ცოტა საკამათო პენალტი დაინიშნა. ეს მე-7 დამატებულ წუთზე მოხდა, კინკლაობაში გასული ორწუთნახევრის მერე კი "მეფე არტურო" თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან არ შეცდა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

არგენტინა პანამასთან დებიუტშივე დაწინაურდა, ოტამენდიმ დი მარიას ჩაწოდებით გაიტანა. მერე "ალბისელესტეს" მეტოქეს ფეხბურთელი გაუძევეს, მაგრამ მეორე გოლი მაინც არ ჩანდა. თუმცა ხერარდო მარტინომ 61-ე წუთზე "ის" გამოიყვანა და... მცირე გადაღლილობისა და მიკროტრავმის მერე მესის თამაში ძალიან მონატრებია და ლეომ ჰეთ თრიკი შეასრულა, თანაც, ყველა გემოვნებისთვის დამაკმაყოფილებელი გოლი შეაგდო და ბოლოს, ჩაროზად საოცარი პასიც გააკეთა, რომლის შედეგადაც როხომ აგუეროს გაატანინა.

არგენტინა 99%-ით პირველი ადგილით გავა ჯგუფიდან. ჩილეს კი ბოლო ტურში პანამასთან ფრეც ჰყოფნის ჯგუფიდან გასასვლელად, მაგრამ სარისკოდ საქმე, წესით, არ უნდა გაიხადოს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

D ჯგუფი
ჩილე-ბოლივია 2:1
გოლები: 1:0 ვიდალი (46), 1:1 კამპოსი (61), 2:1 ვიდალი (90+10)
ჩილე (4-3-3): ბრავო - ისლა (76. ფუენსალიდა), მედელი, ხარა, ბოსეჟური - არანგისი, ერნანდესი, ვიდალი - ორელიანა (68. პუში), სანჩესი, პინილია (58. ვარგასი)
ბოლივია (5-4-1): ლამპრე - საავედრა, ეგუინო, სენტერო, გუტიერესი, მ. ბეხარანო - მელეანი, კასტრო (61. კამპოსი), შმედბერგი, არსე (54. რამალიო) - დუკი (82. ვეისაგა)
გაფრთხილება: ერნანდესი - ეგუინო, კამპოსი, ვეისაგა, გუტიერესი
კუთხური: 7-2 ჯარიმა: 13-18 თამაშგარე: 1-2 კარში დარტყმა: 19(10)-3(1) ბურთის ფლობა: 79%-21%
მაყურებელი: 19 392

არგენტინა-პანამა 5:0
გოლები: 1:0 ოტამენდი (7), 2:0 მესი (68), 3:0 მესი (78), 4:0 მესი (87), 5:0 აგუერო (90)
არგენტინა (4-2-3-1): რომერო - მერკადო, ოტამენდი, რამირო ფუნეს მორი, როხო - მასკერანო, ფერნანდესი (61. მესი) - ბანეგა, გაიტანი, დი მარია (43. ლამელა) - იგუაინი (76. აგუერო)
პანამა (4-5-1): პენედო - მაჩადო, ბალოი, ენრიკესი, მილერი - კუპერი (76. აროიო), გომესი, გოდოი, პიმენტელი (20. კამარგო), კინტერო - პერესი (75. ტეხადა)
გაფრთხილება: ფერნანდესი, მასკერანო, გაიტანი - პერესი, ბალოი, გოდოი, კუპერი, ენრიკესი
გაძევება: გოდოი (31)
კუთხური: 10-4 ჯარიმა: 17-15 თამაშგარე: 4-2 კარში დარტყმა: 12(8)-6(3) ბურთის ფლობა: 72%-28%
მაყურებელი: 53 885

თ მ ფ წ ბ ქ
1. არგენტინა 2 2 0 0 7-1 6
2. ჩილე 2 1 0 1 3-3 3
3. პანამა 2 1 0 1 2-6 3
4. ბოლივია 2 0 0 2 2-4 0

ბოლო ტური
14 ივნისი
ჩილე-პანამა 04:00
არგენტინა-ბოლივია 06:00

კოპა ამერიკა სენტენარიოს პირველი დიდი სენსაცია ურუგვაის ნაკრების ჯგუფში ჩარჩენაა. ამ ტურნირის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი (ურუგვაელებს კოპა 15-ჯერ აქვთ მოგებული, არგენტინას 14-ჯერ) ვენესუელასთან დამარცხდა, რითაც მეოთხედფინალში გასვლის შანსი დაკარგა.

ოსკარ ტაბარესს ისევ არ ჰყავდა ლუის სუარესი და გამოცდილმა სპეციალისტმა მექსიკასთან მატჩთან შედარებით, რამდენიმე ცვლილება გააკეთა ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ მისმა ნაკრებმა უკეთესად ითამაშაო, ძნელად თუ ვიტყვით. ურუგვაელებმა მეტოქეს ზუსტად მხოლოდ ერთხელ დაურტყეს, თუმცა მომენტები მაინც იყო, მხოლოდ ედინსონ კავანის შეეძლო გატანა სამჯერ, მათ შორის, ერთხელ ბოლო წამებზე. მატჩის ბედი კი სალომონ რონდონის ეულმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც '"ვესტ ბრომვიჩ ალბიონის" თავდამსხმელმა 36-ე წუთზე შეაგდო.

რონდონმა ალეხანდრო გერას დარტყმულს დაამატა, როდესაც გერას მიერ დაახლოებით 50 მეტრიდან მშვენივრად დარტყმული ბურთი კარიდან ცოტა წინ გამოსულმა ფერნანდო მუსლერამ მოიგერია, მაგრამ სალომონი იქვე იყო და...

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მექსიკისა და იამაიკის შეხვედრაში ყველაფერი ისე მარტივად არ მომხდარა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. უფრო ძლიერმა გუნდმა კი მოიგო, მაგრამ იამაიკელებს არაერთი შანსი ჰქონდათ და ღირსეულად გამოიყურებოდნენ. "ელ ტრი" ხავიერ ერნანდესმა დააწინაურა. ჩიჩარიტოს ხესუს კორონამ გაუწია ასისტენტობა, დახვეწილი გადაცემით. 81-ე წუთზე კი ორიბე პერალტამ ექტორ ერერას პასით შეაგდო.

ბოლო ტურში მხოლოდ ისაა გასარკვევი, პირველ ადგილზე მექსიკა გავა თუ ვენესუელა, რომელიც ერთადერთია მიმდინარე კოპა ამერიკაზე, რომელსაც გოლი ჯერ არ გაუშვია. ურუგვაისა და იამაიკას დაპირისპირებას კი აღარანაირი დატვირთვა არ აქვს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

C ჯგუფი
ურუგვაი-ვენესუელა 0:1
გოლი: 0:1 რონდონი (36)
ურუგვაი (4-4-2): მუსლერა - მ. პერეირა, ხიმენესი, გოდინი, სილვა - არევალო, სანჩესი (78. ლოდეირო), გონსალესი (80. კრუზი), რამირესი (73. როლანი) - სტუანი, კავანი
ვენესუელა (4-4-2): ერნანდესი - როსალესი (8. ა. გონსალესი), უილკერი, ვისკარონდო, ფელრშერი - გერა, რინკონი, ფიგერა (79. ოტერო), პენიარანდა - მარტინესი, რონდონი (78. სეიასი)
გაფრთხილება: - მარტინესი, ფიგერა, სეიასი
კუთხური: 4-4 ჯარიმა: 14-19 თამაშგარე: 1-1 კარში დარტყმა: 13(1)-12(6) ბურთის ფლობა: 61%-39%
მაყურებელი: 23 002

მექსიკა-იამაიკა 2:0
გოლები: 1:0 ხ. ერნანდესი (18), 2:0 პერალტა (81)
მექსიკა (4-3-3): ოჩოა - დუენიასი (72. მოლინა), არაუხო, კორონა (63. ლოზანო), მორენო - ერერა, მარკესი, ლაიუნი - კორონა, ხიმენესი, ხ. ერნანდესი (78. პერალტა)
იამაიკა (4-4-2): ბლეიკი - მარიაპა, მორგანი, ტეილორი, უოტსონი - მაკკლირი, უილიამსონი (77. ორჯილი), ჰექტორი, მაკნაუფი (62. ბინსი) - დონალდსონი, ბარნსი
გაფრთხილება: - უოტსონი
კუთხური: 4-4 ჯარიმა: 11-13 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 18(5)-10(3) ბურთის ფლობა: 64%-36%
მაყურებელი: 83 263

თ მ ფ წ ბ ქ
1. მექსიკა 2 2 0 0 5-1 6
2. ვენესუელა 2 2 0 0 2-0 6
3. ურუგვაი 2 0 0 2 1-4 0
4. იამაიკა 2 0 0 2 0-3 0

მომდევნო ტური
13 ივნისი
მექსიკა-ვენესუელა 04:00
ურუგვაი-იამაიკა 06:00

კოსტა რიკამ ბოლო ტურის შეხვედრაში ტურნირის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი და ფავორიტი კოლუმბია კი დაამარცხა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში გავიდოდა ჯგუფიდან პარაგვაი, აშშ-ს თუ მოუგებდა. პარაგვაელებმა კი 48-ე წუთიდან 10 კაცით მოთამაშე ამერიკელებს არათუ ვერ მოუგეს, საერთოდაც დამარცხდნენ. ამან ის გამოიწვია, რომ აშშ ჯგუფში პირველ ადგილზე გადავიდა, კოლუმბია კი მეოთხედფინალში მეორე ადგილით გავიდა.

კოლუმბია B ჯგუფის პირველადგილოსანს შეხვდება, რომელიც წესით, ბრაზილია უნდა ყოფილიყო, მაგრამ არის თუ არა, ეს დღეს გამთენიისას გაირკვა.

აშშ-ს, რაღა თქმა უნდა, კლინტ დემპსიმ მოაგებინა, რომელმაც სარდესის კარგი გამჭოლი პასის მერე შეაგდო. პარაგვაელთა მხრიდან დარიო ლესკანოსა და სხვებს მომენტები ჰქონდათ, მაგრამ ამერიკელთა მეკარე ბრედ გუზანი დიდებულად თამაშობდა. რამონ დიასის გუნდს ვერც დეანდრე იედლინის გაძევებამ უშველა. ამ უკანასკნელმა ერთწუთიან მონაკვეთში ორი ხისტი ვარდნის გამო ორი ყვითელი ბარათის მიღება მოახერხა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კოპაზე კიდევ ერთი ულამაზესი გოლი გავიდა, ვენეგასმა კოსტა რიკა საუცხოო დარტყმით დააწინაურა. მერე ფაბრამ კარგად იძრომიალა და გაათანაბრა, მაგრამ მოგვიანებით საკუთარ კარშიც ჩაჭრა ბურთი. ეს ერთ-ერთი ყველაზე ლაღი და სანახაობრივი მატჩი გახლდათ. ხოსე პეკერმანს ძალების დაზოგვითა და რამდენიმე მოთამაშის დასვენებით კოსტარიკელებთან არწაგება არ გამოუვიდა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

A ჯგუფი
აშშ-პარაგვაი 1:0
გოლი: 1:0 დემპსი (27)
აშშ (4-4-2): გუზანი - იედლინი, კამერონი, ბრუკსი, ჯონსონი - სარდესი, ბრედლი, ჯოუნსი, ბედოია (75. ზუსი) - ვუდი (83. ბეკერმანი), დემპსი (50. ოროსკო)
პარაგვაი (4-4-2): ვილიარი - და სილვა, გომესი, ბალბუენა (46. იტურბე), სამუდიო - აიალა, ორტისი (55. როხასი), ალმირონი, გონსალესი - ლესკანო, სანაბრია (63. ბენიტესი)
გაფრთხილება: იედლინი, იედლინი, ბრედლი, ვუდი, ოროსკო, ჯოუნსი - ორტისი, როხასი, აიალა
კუთხური: 3-8 ჯარიმა: 20-16 თამაშგარე: 1-2 კარში დარტყმა: 7(2)-19(6) ბურთის ფლობა: 35%-65%
მაყურებელი: 51 041

კოლუმბია-კოსტა რიკა 2:3
გოლები: 0:1 ვენეგასი (2), 1:1 ფაბრა (6), 1:2 ფაბრა (34-ს.კ.), 1:3 ბორხესი (58), 2:3 მ. მორენო (73)
კოლუმბია (4-3-3): საპატა - მედინა, აგილარი (66. კუადრადო), მინა, ფაბრა - სელისი, სანჩესი, პერესი (46. როდრიგესი) - მ. მორენო, დ. მორენო (46. კარდონა), მარტინესი
კოსტა რიკა (5-4-1): პემბერტონი - სალვატიერა (46. ოვიედო)), უოტსონი, აკოსტა, კალვო, მატარიტა - ბოლანიოსი, ასოფეიფა, ბორხესი (78. ტეხედა), რუისი (79. კემპბელი) - ვენეგასი
გაფრთხილება: მარტინესი - პემბერტონი, უოტსონი, კემპბელი
კუთხური: 4-1 ჯარიმა: 10-19 თამაშგარე: 1-4 კარში დარტყმა: 14(5)-8(3) ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 45 808

თ მ ფ წ ბ ქ
1. აშშ 3 2 0 1 5-2 6
2. კოლუმბია 3 2 0 1 6-4 6
3. კოსტა რიკა 3 1 1 1 3-6 4
4. ბოლივია 3 0 1 2 1-3 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული