უეფამ ზეპ ბლატერის ბრალდებას აბსოლუტურად აბსურდული უწოდა

AutoSharing Option
უეფამ სასწრაფოდ უპასუხა ფიფას ყოფილი პრეზიდენტის, იოზეფ ბლატერის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ თავად იყო მოწმე, როგორ აყალბებდა ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო წილისყრის შედეგებს.

"წილისყრის ბურთულების გათბობაც შეიძლება და გაციებაც. მე ვიყავი ამის მოწმე", - აღნიშნა ბლატერმა.

ზეპ ბლატერმა გაამჟღავნა მეთოდი, რომლითაც უეფა წილისყრებს აყალბებდა

"ბრალდება, თითქოს უეფა წილისყრის შედეგებს თავისი სურვილით ადგენდა, აბსოლუტურად აბსურდულია. ამაზე ჩვენი მხრიდან რეაქციაც კი ზედმეტია", - აქვეყნებს უეფას წარმომადგენლის კომენტარს გამოცემა Bild-ი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული