კოპა ამერიკა. D ჯგუფი: არგენტინა 100%-იანია, ჩილემ პანამა არ გაახარა [VIDEO]

AutoSharing Option
აშშ-ში მიმდინარე კოპა ამერიკის 2016 წლის გათამაშებაში ჯგუფური ეტაპი დასრულდა და გაირკვა იმ 8 გუნდის ვინაობა, რომლებიც ასპარეზობას 1/4-ფინალში გააგრძელებენ.

თბილისის დროით 15 ივნისს, გამთენიისას, ბოლო ტურის შეხვედრები D ჯგუფში ჩატარდა. ჩილეს ნაკრებმა პანამას ანგარიშით 4:2 სძლია, არგენტინამ კი ბოლივიას სამი უპასუხო გოლი გაუტანა. შესაბამისად, ამ ჯგუფიდან პლეი ოფში არგენტინა და ჩილე გავიდნენ. ამ გუნდების გარდა, პლეი-ოფში ასევე ითამაშებენ: აშშ-ის, კოლუმბიის, პერუს, ეკვადორის, მექსიკისა და ვენესუელას ეროვნული გუნდები. ტურნირზე 1/4-ფინალური მატჩები სტარტს 17 ივნისიდან აიღებს.

სიეტლში, სტადიონ "სენტურილინკ ფილდზე" გამართულ
არგენტინა-ბოლივიის მატჩში ყველა გოლი პირველ ტაიმში გავიდა.

მე-13 წუთზე ერიკ ლამელამ საჯარიმოდან შეაგდო, ორი წუთის შემდეგ კი გოლით ესეკიელ ლავეცი გამოირჩა. საბოლოო ანგარიში ვიკტორ კუესტამ 32-ე წუთზე დააფიქსირა. მოედანზე მეორე ტაიმი დაჰყო ლიონელ მესიმ. ამრიგად, არგენტინის ნაკრები გახდა ტურნირის ერთადერთი გუნდი, რომელმაც ჯგუფში სამივე შეხვედრა მოიგო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

რაც შეეხება დღის მეორე მატჩს, რომელიც ჩილესა და პანამას შორის ფილადელფიაში, სტადიონ "ლინკოლნ ფაინენშელ ფილდზე" ჩატარდა, ანგარიში პანამელებმა უკვე მეხუთე წუთზე მიგელ კამარგოს გოლით გახსნეს. პანამელებს, რომლებსაც პლეი-ოფში გასასვლელად მხოლოდ მოგება აძლევდათ ხელს, ცივი წყალი ჯერ ედუარდო ვარგასმა (მე-15 და 43-ე წუთები) გადაასხა დუბლით, შემდეგ კი - ალექსის სანჩესმა (50, 89). პანამელთა მეორე გოლი 75-ე წუთზე აბდიელ აროიომ გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კოპა ამერიკის 1/4-ფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ:

17 ივნისი
აშშ-ეკვადორი

18 ივნისი

პერუ-კოლუმბია

19 ივნისი
არგენტინა-ვენესუელა
მექსიკა-ჩილე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული