მაგარი იდეა: მოდი, ვათამაშოთ ევრო 2016-ის ჩემპიონი კოპა ამერიკა 2016-ის გამარჯვებულთან

AutoSharing Option
სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციის (კონმებოლი) პრეზიდენტმა ალეხანდრო დომინგეს ვილსონმა განაცხადა, რომ მისი ფედერაცია უეფას იწვევს - ჩატარდეს შეხვედრა ევროპის 2016 წლის ჩემპიონსა და კოპა ამერიკა 2016-ის გამარჯვებულს შორის.

"ჩვენ ვიწვევთ უეფას და ვთავაზობთ, შევახვედროთ ერთმანეთს ევრო 2016-ის ჩემპიონი კოპა ამერიკის გამარჯვებულს, რათა გავიგოთ, ვინ უფრო ძლიერია. შესაბამისი წინადადებით უეფას უკვე მივმართეთ და ახლა ევროპელებისგან ოფიციალურ პასუხს ველით", - აქვეყნებს ვილსონის ნათქვამს Goal.

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატი, რომელსაც საფრანგეთი 10 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით მასპინძლობს, ამჟამად 1/8-ფინალურ სტადიაზეა. კოპა ამერიკა 2016-ზე
კი, რომელსაც აშშ-ში იმართება, გამარჯვებული 26 ივნისს გამოვლინდება. ფინალურ შეხვედრაში არგენტინისა და ჩილეს ნაკრებები ითამაშებენ.
კოპა ამერიკა 2016,ევრო 2016,ალეხანდრო ვილსონი,უეფა,კონმებოლი
მკითხველის კომენტარები / 6 /
აბა კონფედერაციის თასი რაღაა?
გივი
16:47 26-06-2016
0
mazzola

კარგი აზრია საკმაოდ.
მსოფლიო ჩემპიონატი სხვა საქმეა ხოლო კონტინენტთა ჩემპიონთა ჩემპიონი, ეს სხვა ხიბლი იქნება და ეს კენტ წლებში რომ ჩატარდეს კარგი იქნება ანუ 2017-2021,კონტინენტების ჩემპიონთა გამოვლენის შემდეგ.
Guadua
11:09 26-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული