მაგარი იდეა: მოდი, ვათამაშოთ ევრო 2016-ის ჩემპიონი კოპა ამერიკა 2016-ის გამარჯვებულთან

AutoSharing Option
სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციის (კონმებოლი) პრეზიდენტმა ალეხანდრო დომინგეს ვილსონმა განაცხადა, რომ მისი ფედერაცია უეფას იწვევს - ჩატარდეს შეხვედრა ევროპის 2016 წლის ჩემპიონსა და კოპა ამერიკა 2016-ის გამარჯვებულს შორის.

"ჩვენ ვიწვევთ უეფას და ვთავაზობთ, შევახვედროთ ერთმანეთს ევრო 2016-ის ჩემპიონი კოპა ამერიკის გამარჯვებულს, რათა გავიგოთ, ვინ უფრო ძლიერია. შესაბამისი წინადადებით უეფას უკვე მივმართეთ და ახლა ევროპელებისგან ოფიციალურ პასუხს ველით", - აქვეყნებს ვილსონის ნათქვამს Goal.

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატი, რომელსაც საფრანგეთი 10 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით მასპინძლობს, ამჟამად 1/8-ფინალურ სტადიაზეა. კოპა ამერიკა 2016-ზე
კი, რომელსაც აშშ-ში იმართება, გამარჯვებული 26 ივნისს გამოვლინდება. ფინალურ შეხვედრაში არგენტინისა და ჩილეს ნაკრებები ითამაშებენ.
კოპა ამერიკა 2016,ევრო 2016,ალეხანდრო ვილსონი,უეფა,კონმებოლი
მკითხველის კომენტარები / 6 /
აბა კონფედერაციის თასი რაღაა?
გივი
26 ივნისი 2016 16:47
0
mazzola

კარგი აზრია საკმაოდ.
მსოფლიო ჩემპიონატი სხვა საქმეა ხოლო კონტინენტთა ჩემპიონთა ჩემპიონი, ეს სხვა ხიბლი იქნება და ეს კენტ წლებში რომ ჩატარდეს კარგი იქნება ანუ 2017-2021,კონტინენტების ჩემპიონთა გამოვლენის შემდეგ.
Guadua
26 ივნისი 2016 11:09
0
არავითარ შემთხვევაში ასეთი მატჩები არ უნდა შედგეს, რადგან ეს დააკნინებს მსოფლიო ჩემპიონატს.
გიო
25 ივნისი 2016 14:25
0
არსებობს მსოფლიოს ჩემპიონსატი და იქ ირკვევა მსოფლიოს საუკეთესო გუნდი.

ისე, თუ უნდათ ამხანაგურად იყომარონ, მაგრამ გავარკვიოთ საუკეთესო და რაღაც მსგავსი პათოსები, კვერცხობაა...
ნმნმნმნმ
25 ივნისი 2016 14:09
0
მე მომწონს, მარა აზია აფრიკა არ გვინდა.
sabonis
25 ივნისი 2016 13:40
0
საინტერესო შეხვედრა იქნება. ისე აფრიკის და აზიის ჩემპიონებსაც თუ დაამატებთ, ოთხთა ტურნირი გამოვა. გამარჯვებული კი, ჩემპიონთა ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს)))
mazzola
25 ივნისი 2016 12:15
0

სიახლეები პოპულარული