ისტ-რუტერფორდში, სტადიონ "მეტლაიფ-ნიუ-მიდოულენდსზე" ჩატარებულ შეხვედრაში მსაჯმა გუნდები კაცნაკლულნი პირველსავე ტაიმში დატოვა, ჯერ ჩილელი მარსელო დიასი გააძევა (28-ე წუთი), შემდეგ კი - არგენტინელი მარკოს როხო (43.)
აღსანიშნავია, რომ 11-მეტრიანი ნიშნულიდან გატანა ლიონელ მესიმ და ლუკას ბილიამ ვერ მოახერხეს. ჩილეს ნაკრებში გადამწყვეტი ზუსტი დარტყმა კი ფრანსისკო სილვამ შეასრულა.