ფანებმა დაიწყეს კამპანია, რათა ლიონელ მესის არგენტინის ნაკრებიდან წასვლა გადააფიქრებინონ

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების თავდამსხმელის, ლიონელ მესის სიტყვებმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ამ გუნდის გულშემატკივართა შორის. "ბარსელონას" 29 წლის ვარსკვლავმა კოპა ამერიკის ფინალური მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ "ალბისელესტეში" კარიერას დაასრულებს.

- მესი ნაკრებს ტოვებს: მივდივარ, ასე უკეთესი იქნება ყველასთვის

შეგახსენებთ, რომ არგენტინა-ჩილეს უგოლო მატჩში გამარჯვება პენალტების სერიაში (4:2) ამ უკანასკნელს დარჩა, არგენტინელთაგან ერთი დარტყმა კი მესიმ გააცუდა.

- კოპა ამერიკა. ფინალი: ჩილე ჩემპიონია, არგენტინა მესიმ დააღალატა [VIDEO]

არგენტინის ნაკრების გულშემატკივრებმა სოციალურ ქსელ "ტვიტერში" კამპანია წამოიწყეს, სახელწოდებით NotevayasLeo y NoteVayasLio ("არ წახვიდე", ლეო), რითაც მესის
გადაწყვეტილების შეცვლას სთხოვენ.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ არგენტინის ნაკრების დატოვებას, მესისთან ერთად, გუნდის მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი აპირებდა.

- 6 ვარსკვლავი არგენტინის ნაკრების დატოვებას აპირებს
მკითხველის კომენტარები / 5 /
მესი გთხოვ არ წახვიდა არგენტინადან მიყვარხარ და სშენი მჯერა რომ არ წახვალ არგენტინიდან
გიგა
07 ივლისი 2016 00:29
0
მსქროლავი ტროლი

სად წაიკითხე რომ მესის ვინმე უშვებს ნაკრებიდან? სიმეონეს გაწვრთნლი გუნდი ფეხბურთს თამაშობს საერთოდ? ღათვალე ერთი ატლეტიკოს რამდენჯერ აქვს მოგებული 1-0. გოლის გატანის შემდეგ მთელი გუნდი დაცვაზეა ორიენტირებული.ეს სანახაობრივ მხარეს უკარგავს ფეხბურთს.არგენტინის და ბრაზილიის ფეხბურთი იმიტომ უყვარს უმესობას,რომ შეტევაზე და ტექნიკაზეა ორიენტირებული.
დავით 67
27 ივნისი 2016 18:29
0
ლეო,ჩამოდი საქართველოს ნაკრებში და სიტყვას გაძლევ, იმაზე მეტი სიყვარული დასითბო გექნება ვინემ არგენტინის ნაკრებში.
ჯეკო
27 ივნისი 2016 18:06
0
იდიოტიზმის მწვერვალია!
იმის მაგივრად, რომ დიეგო სიმეონეს ჩააბარონ ნაკრები და ყველაფერი მოიგონ, მესის უშვებენ, რომ ყველაფერი წააგონ....
არგენტინაშიც და ზოგადად, ლათინურ ამერიკაში მწრთნელების მიმართ ერთობ თავისებური დამოკიდებულება აქვთ - მარადონასაც კი ჩააბარეს ნაკრები, მაგრამ პროფესიონალების გაგონებაც არ სურთ, ნაკრების შემადგენლობას კი ჟურნალისტები და პარიკმახერები (ჩვენში რომ სტილისტებს ეახიან) ადგენენ....
მსქროლავი ტროლი
27 ივნისი 2016 18:01
0
უნდა წავიდეს, რომ ზოგიერთმა დაინახოს რას წარმოადგენს არგენტინის ნაკრები მესის გარეშე... მიუხედავად წარუმატებლობისა... მესის არასტაბილური თამაში ნაკრებში, სუფთა ფსიქოლოგიური ხასიათის იყო... არ შეიძლება, მუდმივად ყვავივით დასჩხაოდე, ნაკრებში ვერ თამაშომო... რა დონის სულელი უნდა იყო, რომ მესის ნაკრებიდან წასვლა გინდოდეს და ფიქრობდე რომ მის გარეშე უფრო მეტ წარმატებას მიაღწევენ...
გვანცა
27 ივნისი 2016 17:33
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული