კლარენს ზეედორფი ჩინურ გუნდს გაწვრთნის

AutoSharing Option
"მილანის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი კლარენს ზეედორფი სამუშაოდ ჩინურ კლუბში წავიდა. 40 წლის ჰოლანდიელმა სპეციალისტმა "შენჩჟენთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"აიაქსის", მადრიდის "რეალის", "ინტერისა" და "მილანის" ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელმაც თავის ბრწყინვალე კარიერაში ოთხჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, სამწვრთნელო საქმიანობას ხელი 2014 წელს, "მილანში" მიჰყო. თუმცა, სეზონის ბოლოს ცუდი შედეგების გამო დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

მას შემდეგ ზეედორფი უმუშევარი იყო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული