ვიქტორ ვალდესი "მიდლსბროში" და დღის სხვა ტრანსფერები

AutoSharing Option
* "ბარსელონასა" და "მანჩესტერის" ყოფილი მეკარე ვიქტორ ვალდესი "მიდლსბროს" ფეხბურთელი გახდა. 34 წლის ესპანელი პუბლიკას "ბოროს" ესპანელმა თავკაცმა აიტორ კარანკამ წარუდგინა.

* თურქულმა "ფენერბაჰჩემ" "ლივერპულის" მცველის, მარტინ შკრტელის ტრანსფერი გამოაცხადა. 31 წლის სლოვაკის სანაცვლოდ თურქებმა 7 მილიონი ევრო გადაიხადეს.

* "მანჩესტერმა" ოფიციალურად მიმართა "იუვენტუსს" პოლ პოგბას ტრანსფერის შესახებ. ედ ვუდვორდი "იუვეს" ბოსებს ფრანგი ნახევარმცველის სანაცვლოდ 120 მილიონ ევროს სთავაზობს, ხოლო თავად 23 წლის ფრანგი წელიწადში 13 მილიონ ევროს მიიღებს.

* "მალაგამ" "ბარსელონას" 20 წლის შემტევი სანდრო რამირესი შეიძინა. რამირესის კონტრაქტი
3-წლიანია. რამირესმა ბოლო სეზონში 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

* "ბეტისმა" ჩილეს ნაკრების 25 წლის ნახევარმცველი ფელიპე გუტიერესი შეიძინა. გუტიერესი "ტვენტეში" თამაშობდა.

* 34 წლის ალბერტო ჯილარდინომ "ემპოლისთან" 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. შეგახსენებთ, რომ "ემპოლის" ცენტრფორვარდი ლევან მჭედლიძეა.

* "ლიონმა" ოფიციალურად დაადასტურა "რივერ პლეიტიდან" ემანუელ მამანას ტრანსფერი. 20 წლის ფეხბურთელი "ლიონს" 8 მილიონი ევრო დაუჯდა.

* ტომაშ ჰუბოჩანმა "მარსელში" წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება. მოსკოვის "დინამოს" ფეხბურთელი 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, რუსები კი მხოლოდ 1,2 მილიონ ევროს მიიღებენ. 30 წლის სლოვაკმა ფეხბურთელმა ახლახან ევრო 2016-ზე ითამაშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
Awi mchedlidzes viga atamashebs :))))))
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული