ედერი: მამაჩემი ახლა ციხეშია დედინაცვლის მკვლელობის გამო

AutoSharing Option
პორტუგალიის ნაკრების ფორვარდმა ედერმა ევრო 2016-ზე ტრიუმფის შემდეგ მის ცხოვრებაში მომხდარ ოჯახურ ტრაგედიაზე ისაუბრა.

"მამაჩემი ახლა ციხეშია. 12 წლის ვიყავი, როცა ის ჩასვეს. ჩემი დედინაცვალი გარდაიცვალა, ხოლო ის მკვლელობაში დაადანაშაულეს. მგონი, 16 წელი მიუსაჯეს.

მას შემდეგ, რაც "აკადემიკაში" აღმოვჩნდი და ფულის გამომუშავება დავიწყე, გამიჩნდა შესაძლებლობა, ინგლისში წავსულიყავი და მენახულა ის. ყოველი შვებულების დროს ვაკითხავ მამას", - თქვა ედერმა TVI 24-ის ეთერში.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული