მოქმედი რეგლამენტი მუნდიალზე პლანეტის 32 რჩეული ნაკრების მონაწილეობას ითვალისწინებს, რომელთაგან 5 აფრიკის კონტინენტის წარმომადგენელია.
"ვფიქრობ, რომ 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე 40 ნაკრები უნდა თამაშობდეს. დამატებული რვა საგზურიდან კი, სულ ცოტა, 2 აფრიკას უნდა დავუთმოთ", - აქვეყნებს ინფანტინოს სიტყვებს გაზეთი Marca.
ამრიგად, თუკი ფიფას პრეზიდენტის ინიციატივა მხარდაჭერილი იქნება, 2026 წლის მუნდიალზე, მინიმუმ, შვიდი აფრიკული ქვეყნის ეროვნული გუნდი იქნება წარმოდგენილი.