ტრანსფერ ONLINE: 26 ივლისის ტრანსფერები და ჭორები

AutoSharing Option
13:06. სანკტ-პეტერბურგის "ზენიტმა" ჟულიანო შეიძინა. ბრაზილიელი ჟურნალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ რუსებმა "გრემიოს" 7 მილიონი ევრო გადაუხადეს.

13:17. "ბილდის" ინფორმაციით, ლერონ სანე უახლოეს დღეებში "შალკედან" "მანჩესტერ სიტიში" გადავა. Sky Sports-მა დაამატა, რომ სანემ მკაფიოდ მიანიშნა გელზენკირხენული კლუბის ბოსებს - ზაფხულში კლუბს შეიცვლის.

13:20. ტანკრედი პალმიერი წერს, რომ "ნაპოლის" სურს იკარდის 45 მილიონ ევროდ გამოსყიდვა.

13:22. ჩირო იმობილე "ლაციოში" გადავიდა.

13:31. "დორტმუნდის" აღმასრულებელმა დირექტორმა ვატცკემ განაცხადა, რომ მარიო გომესი მის გუნდში არ გადავა. მანვე აღნიშნა, რომ "ბორუსიამ" დაასრულა მუშაობა სატრანსფერო ბაზარზე.

13:39.
Globo Esporte ამტკიცებს, რომ ალეშანდრე პატო კარიერას "ვილიარეალში" გააგრძელებს. ლაპარაკია არა "კორინთიანსიდან" იჯარაზე, არამედ სრულფასოვან ტრანსფერზე. ესპანური კლუბი 3 მილიონს გადაიხდის 26 წლის ბრაზილიელში. ინფორმაცია პატოს აგენტმაც დაადასტურა.

13:54. მამადუ სახომ დატოვა "ლივერპული". Liverpool Echo-ს ინფორმაციით, მცველს არ მოეწონა ბაზა ლოს ანჯელესში და იურგენ კლოპმა მას კარისკენ მიუთითა.

14:06. Sport Mediaset-ის ინფორმაციით, აქსელ ვიტსელმა თანხმობა მისცა "იუვენტუსში" გადასვლაზე.

14:14. Sky Sport Italia წერს, რომ "იუვენტუსს" ჯერ ისევ სჯერა პოლ პოგბას შენარჩუნების. ტურინელები ცდილობენ, დაარწმუნონ ფრანგი იმაში, რომ გონსალო იგუაინთან ერთად შეეძლებათ ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის ბრძოლა, "მანჩესტერ იუნაიტედს" კი მხოლოდ ევროპის ლიგა ელოდება.

14:31. "ლიონის" ბოსებმა ოფიციალურად უარყვეს "არსენალის" წინადადება ლაკაზეტთან დაკავშირებით. ფრანგი ფორვარდის სანაცვლოდ "მეთოფეები" 35 მილიონ ევროს ითხოვდნენ.

15:02. "ჰერტამ" "ლივერპულიდან" იჯარით აიყვანა ალანი. 19 წლის ბრაზილიელი ბელგიაში 2016-17 წლების ბოლომდე ითამაშებს.

15:24. "სტოკი" და არნაუტოვიჩი ვერ ახერხებენ ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებას, რამაც "ევერტონის" ინტერესი გამოიწვია. ავსტრიელი ფორვარდი რონალდ კუმანის სამიზნე გახდა, - იტყობინება Daily Mail-ი.

15:31. Sky Sport Italia-ს ჟურნალისტი ვალენტის ფასი წერს, რომ პოგბა ახლოს არის "მანჩესტერ იუნაიტედთან" კომპრომისთან, მაგრამ გარიგებას აფერხებს მოლაპარაკებები მინო რაიოლას ანაზღაურებაზე.

16:10. "ლევერკუზენის" სპორტულმა დირექტორმა რუდი ფიოლერმა "კიკერთან" საუბარში უარყო ინფორმაცია კიევის "დინამოდან" ალექსანდრ დრაგოვიჩის ტრანსფერზე. "ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს, მაგრამ ლაპარაკი არ არის იმ 19 მილიონზე, რაზეც პრესა წერს", - თქვა ფიოლერმა.

16:45. "ატლეტიკომ" კონტრაქტი გააფორმა არგენტინელ აქსელ ვერნერთან. ის ხუთი წელი იქნება მადრიდელი, თუმცა უახლოეს სეზონს "რიუ ავეში" იჯარით გაატარებს.

17:34. "ლესტერს" სურს პოლონეთის ნაკრების გარემარბის, კაპუსტკას შეძენა. ინგლისის ჩემპიონი 5 მილიონ ფუნტს იხდის ფეხბურთელში.

17:44. Tuttomercatoweb-ი წერს, რომ "ზენიტმა" ტრანსფერზე დააყენა დომენიკო კრიშიტო. ორივე მხარე დაინტერესებულია, რომ იტალიელი შინ დაბრუნდეს.

18:50. "ლივერპულს" ძალიან უნდა ჟოაო მარიო "სპორტინგიდან" და 40 მილიონ ევროსაც გამოდის, მაგრამ ფეხბურთელის მამამ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები კრახით დასრულდა.

18:58. "ბარსელონა" განიხილავს კარლოს ბაკას მიწვევას. თავად კოლუმბიელს ინგლისში თამაში სურს.

19:16. ფლორიან ანდონემ კარიერის გასაგრძელებლად "დეპორტივო" აირჩია. კონტრაქტი ესპანურ კლუბთან ხუთწლიანია.

19:27. "დარმშტადტი" დაინტერესებულია "დნეპრიდან" არტიომ ფედეცკის გადაბირებით. უახლოეს ხანში, გერმანელები წინადადებით მიმართავენ 31 წლის უკრაინელს. თუმცა, ფედეცკიზე პრეტენზიას აგრეთვე აცხადებენ "ბორდო", ესპანური და ბერძნული კლუბები.

19:46. "პარი სენ-ჟერმენმა" შეათანხმა ტრანსფერი "როსარიო სენტრალთან". ჯოვანი ლო ჩელსოში პარიზელებმა 10 მილიონი ევრო გადაიხადეს, კონტრაქტი კი 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

19:55. AS-ის ინფორმაციით, კევინ გამეიროს "ატლეტიკოს" ვარიანტი ურჩევნია "ბარსელონაში" გადასვლას. გადაწყვეტილება "სევილიაზეა".

20:04. "იუვენტუსმა" განუცხადა "მანჩესტერ იუნაიტედს", რომ კლუბმა ყველა პრემიალური თანხა უნდა გადაიხადოს, მათ შორის, 25 მილიონი ევრო მინო რაიოლასთვის.

20:24. "სიტიში" დარწმუნებულნი არიან, რომ შეიძენენ სანეს და გაბრიელ ჟესუსს. Manchester Evening News-ი წერს, რომ გერმანელი კლუბს 42 მილიონი ევრო დაუჯდება, ბრაზილიელი - 32 მილიონი.

20:34. არკადიუშ მილიკი ახლოს არის "ნაპოლიში" 35 მილიონ ევროდ გადასვლასთან. აი, ვინ შეცვლის იგუაინს.

20:51. მინო რაიოლამ გააუქმა "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" პოგბას სამედიცინო შემოწმება, რომელიც მაიამის კლინიკაში იყო დაგეგმილი.

20:59. გონსალო იგუაინი ოფიციალურად გახდა "იუვენტუსის" ფეხბურთელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული