ინფორმაციას ამის შესახებ Goal.com-ი ავრცელებს და იქვე უთითებს, რომ არგენტინის ფეხბურთის ფედერაცია სულ მალე გააოფიციალურებს ამას.
ბაუსა ამჟამად "სან-პაულოს" მწვრთნელია. თავის დროზე ეკვადორულ "ლდუ კიტოსა" და არგენტინულ "სან-ლორენსოში" უმუშავია. ორივე კლუბთან ერთად მან ლიბერტადორესის თასი მოიგო. ფეხბურთელის რანგში ეროვნულ ნაკრებში 3-ჯერ აქვს ნათამაშები.