ბელგიის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი დაუნიშნეს

AutoSharing Option
ბელგიის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს. მარკ ვილმოტსი, რომელიც ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გაათავისუფლეს, ესპანელმა რობერტო მარტინესმა შეცვალა.

თავის მხრივ, 43 წლის მარტინესმაც ამ ზაფხულს დაკარგა სამსახური, როცა 3-წლიანი საქმიანობის შემდეგ "ევერტონის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დაატოვებინეს. მანამდე ის წარმატებით მუშაობდა ჯერ "სუონსიში", მერე "უიგანში", "ევერტონი" კი პირველივე სეზონში პრემიერლიგაში მე-5 ადგილზე გაიყვანა.

მარტინესის დებიუტი 6 სექტემბერს, კვიპროსთან მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში შედგება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული