თავის მხრივ, 43 წლის მარტინესმაც ამ ზაფხულს დაკარგა სამსახური, როცა 3-წლიანი საქმიანობის შემდეგ "ევერტონის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დაატოვებინეს. მანამდე ის წარმატებით მუშაობდა ჯერ "სუონსიში", მერე "უიგანში", "ევერტონი" კი პირველივე სეზონში პრემიერლიგაში მე-5 ადგილზე გაიყვანა.
მარტინესის დებიუტი 6 სექტემბერს, კვიპროსთან მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში შედგება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"