მატჩში, რომელსაც 90 000-მდე გულშემატკივარი დაესწრო, "ლივერპულმა" კატალონიური კლუბი ანგარიშით 4:0 გაანადგურა.
ანგარიში მატჩის მე-15 წუთზე მერსესაიდელთა ახალწვეულმა სადიო მანემ გახსნა, რასაც 47-ე წუთზე ყოფილი ლივერპულელის, ხავიერ მასკერანოს ავტოგოლი მოყვა. ავტოგოლიდან 1 წუთში თავისი გოლი დივოკ ორიჯიმაც გაიტანა, მატჩის 90-ე წუთზე კი გუნდის მეორე ახალწვეულმა, მარკო გრუიჩმა ულამაზესი თავური დარტყმით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.