მოურინიო და გვარდიოლა ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელების ათეულს ლიდერობენ

AutoSharing Option
მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი საფეხბურთო მწვრთნელების რეიტინგს, რომელსაც გამოცემა The Sun-ი აქვეყნებს, სათავეში ჟოზე მოურინიო და ხოსეპ გვარდიოლა უდგანან.

"მანჩესტერ იუნაიტედისა" და "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელები წელიწადში ერთნაირ თანხას, 17,6 მლნ ევროს გამოიმუშავებენ. პირველ სამეულში ასევე მოხვდა კარლო ანჩელოტი, რომლის გასამრჯელო მიუნხენის "ბაიერნში" წლიურ 10,56 მლნ ევროს შეადგენს.

საინტერესოა, რომ მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელების TOP-ათეულში 7 ინგლისური კლუბის წარმომადგენელია.

10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი
1-2. ჟოზე მოურინიო (მან.იუნაიტედი) 17,6 მლნ €
1-2. ხოსეპ გვარდიოლა (მან.სიტი) 17,6 მლნ
3. კარლო ანჩელოტი (ბაიერნი) 10,56 მლნ
4. არსენ ვენგერი (არსენალი) 9,97 მლნ
5. იურგენ კლოპი (ლივერპული) 8,21 მლნ
6. ანტონიო კონტე (ჩელსი) 7,62 მლნ
7. მაურისიო პოჩეტინო (ტოტენჰემი) 6,45 მლნ
8. ზინედინ ზიდანი (რეალი) 5,28 მლნ
9. დიეგო სიმეონე (ატლეტიკო) 5,16 მლნ
10. რაფაელ ბენიტესი (ნიუკასლი) 4,7.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული