უეფას ახალი პრეზიდენტის ვინაობა ცნობილია, პლატინი ოფიციალურად წავიდა

AutoSharing Option
უეფას ახალი პრეზიდენტი ჰყავს - სლოვენიელი ალეკსანდერ ჩეფერინი, რომელიც ორგანიზაციას 2,5 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ევროპული ფეხბურთის კავშირის პრესსამსახური იუწყება.

დღეს, 14 სექტემბერს, ათენში გამართულ არჩევნებში ჩეფერინმა 55 ხმიდან 42 მიიღო და აჯობა მეორე კანდიდატს - ჰოლანდიელ მიხაელ ვან პრააგს.

აღსანიშნავია, რომ სწორედ სლოვენიელ კანდიდატს უჭერდა ღიად მხარს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.

უეფას წინა პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ დღეს ოფიციალურად გამოაცხადა თანამდებობიდან წასვლის შესახებ, რისი მიზეზიც კორუფციული სკანდალის გამო ფეხბურთში საქმიანობიდან მისი მოკვეთა გახდა. სწორედ პლატინის საპრეზიდენტო მანდატის ამოწურვამდე უხელმძღვანელებს უეფას
48 წლის ჩეფერინი, რომელიც 2011 წლიდან სლოვენიის საფეხბურთო კავშირს ედგა სათავეში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული