ევრო 2020-ის ბრენდის ძირითადი ელემენტი ხიდია - ერთიანობის სიმბოლო. ცენტრში კი გამოსახულია ანრი დელონეს თასი და გახარებული გულშემატკივრები.
ევრო 2020 ევროპის ჩემპიონატის 60 წლის იუბილეს ემთხვევა და ტურნირის მატჩები ევროპის 13 ქალაქში ჩატარდება. ნახევარფინალებსა და ფინალს კი ლონდონის სტადიონი "უემბლი" უმასპინძლებს.