პრემიერლიგა: არსენის იუბილე
ესპანეთი ვახსენეთ, მაგრამ დავიწყოთ "ნისლიანი ალბიონით", სადაც ორი დაპირისპირების გამოყოფა გვსურს - "ოლდ ტრაფორდზე" ინგლისის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი "მანჩესტერ იუნაიტედი", რომელიც ალექს ფერგიუსონის ეპოქის შემდეგ დიდ დავიდარაბაშია, ქვეყნის ჩემპიონ "ლესტერ სიტის" (ვინ წარმოიდგენდა "მელიების" ჩემპიონობას შარშან ამ დროს) მასპინძლობს. მეორე გამორჩეული შეხვედრა ლონდონური დერბია
ასეთი სახის ლონდონური დერბი პირველად 109 წლის წინათ გაიმართა, მაშინ "ჩელსიმ" "სტემფორდ ბრიჯზე" 65 ათასი მაყურებელი გაახარა და 2:1 მოუგო "არსენალს". მაგრამ ყველა სახის ტურნირში "არსენალს" უპირატესობა აქვს - 72 გამარჯვება, "ჩელსის" 61-ის წინააღმდეგ (54 ფრე).
ყველა დროის რეკორდს თავი დავანებოთ და ახლა "ჩელსი" "არსენალისთვის" ძალზე უხერხულ მეტოქედ იქცა - ბოლო ცხრა დაპირისპირებაა "მეთოფეები" ვერაფრით უგებენ "ლურჯებს". ბოლოს "არსენალმა" 2011 წელს იმარჯვა. მხოლოდ ერთ სხვა კლუბთან ჰქონდა "არსენალს" მეტხნიანი უიღბლო სერია - 1994-2000 წლებში ვერაფრით უგებდა "ლივერპულს" (12 მატჩი). მეტიც, "არსენალს" 6 დერბია, გოლიც კი ვერ გაუტანია მეტოქისთვის.
ამ კლუბების დაპირისპირებაში ყველაზე მეტი გოლი დიდიე დროგბას აქვს გატანილი - 13, მაგრამ თუ მარტო პრემიერლიგის მატჩებს ჩათვლით, მაშინ 8 გოლით დროგბასთან ერთად, ტიერი ანრიც ლიდერობს. ახლანდელ მოთამაშეთაგან კი 3-3 გოლი (პრემიერლიგაში) გაუტანიათ თეო უოლკოტს (არსენალი) და ჯონ ტერის.
1996 წლის 22 სექტემბერს "არსენალმა" ახალი მწვრთნელის ვინაობა გამოაცხადა, ბევრი ელოდა იოჰან კრუიფის დანიშვნას, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობამ მაშინ 46 წლის არსენ ვენგერი დაამტკიცა. ასე დაიწყო ვენგერის ეპოქა "მეთოფეებში". 20 წლისა და 2 დღის გასვლის მერე, ვენგერი ლონდონურ დერბიში პირველად უპირისპირდება ანტონიო კონტე, რომელმაც, ვინ იცის, ამ აგვისტოს დაიწყო იტალიური ეპოქა "ჩელსიში".
რაც ვენგერი "არსენალშია" ის "ჩელსის" 11 მწვრთნელს დაუპირისპირდა, კონტე მე-12-ეა.
"არსენალში" დაბრუნების მცირე შანსი აქვთ აარონ რემზისა და ოლივიუ ჟირუს, მაგრამ "მეთოფეებს" კვლავ არ ეყოლებათ მერტეზაკერი, უელბეკი და ჯენკინსონი. "ჩელსის" შესაძლოა, კაპიტანი ჯონ ტერი დაუბრუნდეს, აი, ვან გინკელი და ზუმა კი ჯერ ისევ ლაზარეთში არიან. საინტერესო იქნება პეტრ ჩეხის დაპირისპირება მის ყოფილ გუნდთან.
"ტელეგრაფი" ამ მატჩში გოლუხვ ფრეს - 2:2-ს ვარაუდობს.
სავარაუდო შემადგენლობები
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - ბელერინი, მუსტაფი, კოსიელნი, მონრეალი - კოკლენი, ჯაკა - უოლკოტი, იოზილი, აივობი - სანჩესი
ჩელსი (4-3-3): კურტუა - ივანოვიჩი, დ. ლუისი, ტერი, ასპილიკუეტა - ოსკარი, მატიჩი, კანტე - ვილიანი, დ. კოშტა, აზარი.
* * *
"ოლდ ტრაფორდზე" ყველა ჟოზე მოურინიოსგან ცვლილებებს ელის, მათ შორის, საკადროსაც. ფაქტია, რომ პორტუგალიელის სისტემა ვერ მუშაობს, ის პირველად მანჩესტერულ დერბიში მოიშალა, რასაც სხვა წარუმატებელი მატჩები მოჰყვა. ექსპერტები უკვე თამამად პროგნოზირებენ, რომ "განსაკუთრებულს" "ჩელსიში" მობრუნების მსგავსად, "მანჩესტერშიც" ჩავარდნა ელის.
მოურინიოსგან უეინ რუნის სკამზე დასმას და პოლ პოგბასთვის უფრო შემტევი როლის მოძებნას ელიან. "ლესტერმა" სეზონი ცუდად დაიწყო, მაგრამ შემდეგ დაიბრუნდა საკუთარი ძალების რწმენა. დიდებულად ათამაშდა დებიუტანტი ისლამ სლიმანი.
ლა ლიგა: ლეო მესის გარეშე
პერმანენტულად გადაბმული ლა ლიგა არ ჩერდება, ჩემპიონი "ბარსელონა" ლეო მესის გარეშე ჩადის ასტურიაში ხიხონის "სპორტინგთან" სათამაშოდ. არგენტინელს ამ სეზონში არ უმართლებს. ის ისევ დაშავდა, ამჯერად "ატლეტიკოსთან" თამაშში (1:1). ლეო დაახლოებით სამ კვირას გამოტოვებს, ამის გამო ის არა მარტო ხიხონელებთან თამაშს გამოტოვებს, არამედ, "სელტასთან", "გლადბახთან", პერუსა და პარაგვაის ნაკრებებთან შეხვედრებსაც დააკლდება. ედგარდო ბაუსა, არგენტინის ნაკრების თავკაცი, რომელმაც საკმაოდ იოლად შემოირიგა მესი და ნაკრებში ისე დააბრუნა, ლეოს თამაშის გამოტოვებაც არ მოუწია, გაგულისებულია - მას მიაჩნია, რომ "ბარსელონაში" სათანადოდ არ უფრთხილდებიან მესის. ლუის ენრიკე, რა თქმა უნდა, სხვა აზრზეა, მისი თქმით, მესის თუნდაც დროებით გამოკლება მსოფლიო ფეხბურთისთვის დიდი დანაკლისია. "ბარსელონასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა სერხიო ბუსკეტსმა, რომლის დათმობასაც კატალონიური გრანდი მომავალშიც არ აპირებს.
"სამეფო კლუბი" კანარის კუნძულებზე ჩადის "ლას პალმასთან" სათამაშოდ, რომელსაც დისკვალიფიცირებული კევინ პრინს ბოატენგი დაუბრუნდა. ზიდანს არ ეყოლება კაზემირო, რომელიც მე-4 ტურში "ესპანიოლთან" დაშავდა, ბრაზილიელს 1-2 თვე მოუწევს უქმობა. წინა ტურში "რეალმა" პირველი ქულები დაკარგა, თანაც ზიდანის კრებულმა შინ ვერ მოიგო, "ვილიარეალის" წინააღმდეგ.
ზიდანს შეახსენეს, რომ კრიშტიანო რონალდო ფორმაში ვერ არის: "რონალდოს მდგომარეობა არ მაღელვებს, ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და მოედანზე უნდა იყოს. არ ვნერვიულობ, ჯერ რომ ვერ გააქვს მას გოლები, ის ნელნელა შევა ფორმაში, მე ამის სურვილი მაქვს", - განაცხადა ზიდანმა.
ძალიან საინტერესო დაპირისპირება გველის ბილბაოში, სადაც "ატლეტიკი" "სევილიას" მასპინძლობს, ხოლო მადრიდში "ატლეტიკო" "დეპორტივოს" ხვდება. 2 წლის წინათ მომხდარი ტრაგიკული ამბების შემდეგ (როცა მადრიდში "დეპორტივოს" ფანი მდინარეში გადააგდეს) ეს მაღალი რისკის თამაშია.
ბუნდესლიგა: შეიწირავს "რეკორდმაისტერი" ლაბადიას?
კარლო ანჩელოტიმ სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო ბუნდესლიგაში, მისი "ბაიერნი" ერთადერთი გუნდია ჩემპიონატში, რომელსაც ქულა არ დაუკარგავს და მხოლოდ ერთი ბურთი აქვს გაშვებული. "რეკორდმაისტერი" "ჰამბურგს" სტუმრობს, რომლის მწვრთნელი ბრუნო ლაბადია, ალბათ, ბოლო მატჩებს ითვლის კლუბში. ანჩელოტი ამბობს, რომ ოთხშაბათს გუნდმა საუკეთესო მატჩი ითამაშა სეზონში, როცა "ჰერტა" 3:0 დაამარცხა. ამ შეხვედრაში ჩემპიონატს არიენ რობენი დაუბრუნდა, დაბრუნება ტრიუმფით ანუ გოლით შედგა. გოლი გაიტანა ასევე ფრანკ რიბერიმაც.
ახალგაზრდული და მეტად სიმპათიური "დორტმუნდი" ტურს "ფრაიბურგთან" დაპირისპირებით ხსნის. ეს მატჩი ტურის ერთ-ერთი ცენტრალური დაპირისპირებაა.
სერია A: "ინტერის" ტოლი იკარდი
სატურნირო თვალსაზრისით, "ნაპოლისა" და "კიევოს" დაპირისპრება ტურში მთავარია, რადგან ნეაპოლელები მე-2 ადგილზე იმყოფებიან, ხოლო ვერონელები - მეოთხეზე.თუმცა ჩვენ მაინც ფლორენციულ ჯახს გამოვარჩევთ - "ფიორენტინა" "მილანს" მასპინძლობს. ვინჩენცო მონტელას "მილანი" გამოცოცხლდა, ჩემპიონატში ზედიზედ ორ მარცხს, ორი გამარჯვება მოაყოლა, თანაც, "ლაციოსთან" შეხვედრაში მონტელას გუნდმა დიდებულად ითამაშა.
ჩემპიონი და ჩემპიონატის ლიდერი "იუვენტუსი" სიცილიაზე "პალერმოს" ეწვევა. სამხრეთში ამ დაპირისპირებას მუდამ ძალიან დიდი ინტერესით ელიან ხოლმე. მაურო იკარდი და კომპანია "ჯუზეპე მეაცაზე" "ბოლონიას" მასპინძლობს. იკარდი მართლაც შესანიშნავ ფორმაშია, "ინტერის" 7 გოლიდან 6 არგენტინელმა გაიტანა, მეშვიდეში კი საგოლე პასი მიითვალა!
ლიგა 1: ეს მხოლოდ დასაწყისია
საფრანგეთში ახლა მხოლოდ მარიო ბალოტელიზე ლაპარაკობენ - იტალიელმა "ნიცას" რიგებში კიდევ ერთი დუბლი მიითვალა, ამჯერად, მან ლიდერი "მონაკო" გააწბილა და თავისი გუნდი გახადა პირველი. "ეს მხოლოდ დასაწყისია", - დაწერა სუპერმარიომ "ინსტაგრამზე". ვნახოთ, ექნება თუ არა ბალოტელის კარგ თამაშს გაგრძელება ერთ-ერთ აუტსაიდერ "ნანსისთან".
ინგლისი. პრემიერლიგა. VI ტური
შაბათი. 24 სექტემბერი
მანჩესტერი-ლესტერი 15:30
ბორნმუთი-ევერტონი 18:00
ლივერპული-ჰალი 18:00
მიდლსბრო-ტოტენჰემი 18:00
სტოკი-ვესტ ბრომვიჩი 18:00
სანდერლენდი-კრ. პალასი 18:00
სუონსი-სიტი 18:00
არსენალი-ჩელსი 20:30
კვირა. 25 სექტემბერი
ვესტ ჰემი-საუთჰემპტონი 19:00
ორშაბათი. 26 სექტემბერი
ბარნლი-უოტფორდი 23:00
ბომბარდირები: 5 - მაიკლ ანტონიო (ვესტ ჰემი), დიეგო კოშტა (ჩელსი); 4 - ეტიენ კაპუ (უოტფორდი), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მანჩესტერი), რომელუ ლუკაკუ (ევერტონი).
ესპანეთი. ლა ლიგა.
V ტური
22 სექტემბერი
ოსასუნა-ესპანიოლი 1:2
გოლები: 0:1 ლ. ბაპტიშტაო (42), 1:1 ს. ლეონი (68), 1:2 ჟ. მორენო (72)
ოსასუნა (5-3-2): მ. ფერნანდესი - ოიერი, ბონინი (90. კოდრო), დ. გარსია, უ. გარსია, ფუენტესი - რ. ტორესი, ი. გარსია (46. რიერა), რომერო - ბერენგერი (54. ოლავიდე), ს. ლეონი
ესპანიოლი (4-4-2): დიეგო ლოპესი - ხ. ლოპესი, დავიდ ლოპესი, ო. დუარტე, ვ. სანჩესი - ე. პერესი (88. დ. რეიესი), ფუეგო, პ. დიოპი, ხ. რეიესი (63. როკა) - ლ. ბაპტიშტაო (66. ა. ვასკესი), მორენო
გაფრთხილება: ი. გარსია, ლეონი - დიოპი
კუთხური: 7-1; ჯარიმა: 16-14; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 17-10 (11-2); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 14 631
დეპორტივო-ლეგანესი 1:2
გოლები: 1:0 ბორხესი (31), 1:1 ლუსიანო (55), 1:2 გაბრიელი (61)
დეპორტივო (4-2-3-1): ლუქსი - ხუანფრანი, ალბენტოსა, არიბასი, ლუიზინიო (81. ფახრი) - ბორხესი, მოსკერა - გამა (81. ვალე), ჩოლაქი, მ. მორენო (66. ბაბელი) - ანდონე
ლეგანესი (4-4-2): სერანტესი - ბუსტინცა (33. ვ. დიასი), მედჯანი, მანტოვანი, დ. რიკო - ო. რამოსი, ტიმორი, რ. პერესი, შიმანოვსკი (91. მარინი) - გაბრიელი, ლუსიანო (86. მ. კონე)
გაფრთხილება: - ლუსიანო, პერესი
კუთხური: 7-1; ჯარიმა: 20-18; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 12-8 (5-2); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 18 611
ვალენსია-ალავესი 2:1
გოლები: 1:0 ლაგუარდია (28 ს. კ.), 1:1 ტოკერო (45), 2:1 პარეხო (88-პენ)
ვალენსია (4-3-3): დ. ალვეში - მონტოია, სანტოსი, მანგალა, გაია - პარეხო, ე. პერესი, მედრანი (67. კანსელო) - როდრიგო (46. მინა), ელ ჰადადი (79. ბაკალი), ნანი
ალავესი (4-4-2): პაჩეკო - კიკო, ალექსისი, ლაგუარდია, ტ. ერნანდესი - კრსტიჩიჩი (61. კამარასა), მ. ლორენტე, დ. ტორესი, კატაი (70. ი. გომესი) - ტოკერო, დეივერსონი (85. სანტოსი)
გაფრთხილება: მანგალა, ალვეში - ტორესი, ერნანდესი, ალექსისი
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 13-13; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 12-7 (2-1); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 32 285
VI ტური
პარასკევი. 23 სექტემბერი
ბეტისი-მალაგა 22:45
შაბათი. 24 სექტემბერი
ეიბარი-სოსიედადი 15:00
სპორტინგი-ბარსელონა 18:15
ბილბაო-სევილია 20:30
ლას პალმასი-რეალი 22:45
კვირა. 25 სექტემბერი
ლეგანესი-ვალენსია 14:00
ატლეტიკო-დეპორტივო 18:15
ვილიარეალი-ოსასუნა 20:30
ესპანიოლი-სელტა 22:45
ორშაბათი. 26 სექტემბერი
ალავესი-გრანადა 22:45
ბომბარდირები: 4 - რუბენ კასტრო (ბეტისი), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), ლიონელ მესი (ბარსელონა), ლუის სუარესი (ბარსელონა), ჟერარდ მორენო (ესპანიოლი).
გერმანია. ბუნდესლიგა. V ტური
პარასკევი. 23 სექტემბერი
დორტმუნდი-ფრაიბურგი 22:30
შაბათი. 24 სექტემბერი
გლადბახი-ინგოლშტადტი 17:30
მაინცი-ლევერკუზენი 17:30
ჰამბურგი-ბაიერნი 17:30
აუგსბურგი-დარმშტადტი 17:30
აინტრახტი-ჰერტა 17:30
ვერდერი-ვოლფსბურგი 20:30
კვირა. 25 სექტემბერი
ჰოფენჰაიმი-შალკე 17:30
კიოლნი-ლაიპციგი 19:30
ბომბარდირები: 5 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 4 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი), იოელ პოჰიანპალო (ლევერკუზენი), ანტონი მოდესტე.
იტალია. სერია A. VI ტური
შაბათი. 24 სექტემბერი
პალერმო-იუვენტუსი 20:00
ნაპოლი-კიევო 22:45
კვირა. 25 სექტემბერი
ტორინო-რომა 14:30
ჯენოა-პესკარა 17:00
ინტერი-ბოლონია 17:00
ლაციო-ემპოლი 17:00
სასუოლო-უდინეზე 17:00
ფიორენტინა-მილანი 22:45
ორშაბათი. 26 სექტემბერი
კროტონე-ატალანტა 21:00
კალიარი-სამპდორია 23:00
ბომბარდირები: 6 - მაურო იკარდი (ინტერი); 5 - კარლოს ბაკა (მილანი), ხოსე კალეხონი (ნაპოლი); 4 - ანდრეა ბელოტი (ტორინო), არკადიუშ მილიკი (ნაპოლი), გონსალო იგუაინი (იუვენტუსი); 3 - დიეგო პეროტი (რომა), ფრანც კესიე (ატალანტა).
საფრანგეთი. ლიგა 1. VII ტური
პარასკევი. 23 სექტემბერი
ტულუზი-პსჟ 22:45
შაბათი. 24 სექტემბერი
ლორიანი-ლიონი 19:00
ბორდო-კაენი 22:00
მონპელიე-მეცი 22:00
ბასტია-გენგამი 22:00
დიჟონი-რენი 22:00
მონაკო-ანჟერი 22:00
კვირა. 25 სექტემბერი
სენტ ეტიენი-ლილი 17:00
ნანსი-ნიცა 19:00
მარსელი-ნანტი 22:45
ბომბარდირები: 6 - ედინსონ კავანი (პსჟ), ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 5 - მევლუთ ერდინჩი (მეცი); 4 - მარიო ბალოტელი (ნიცა), მარტინ ბრაიტვაიტერი (ტულუზი), ბაფეტიმბი გომისი (მარსელი), ლუკას მოურა (პსჟ).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"