პრემიერლიგა: ათსვლიანი გოლი
* ხუან მატამ გოლით დააგვირგვინა კომბინაცია, რომელშიც "მანჩესტერ იუნაიტედის" 10 მინდვრის მოთამაშე მონაწილეობდა!* 8 თამაშში 24 გოლი "ლივერპულის" საუკეთესო შედეგია 121 სეზონის განმავლობაში.
* სერხიო აგუერომ "სიტის" 5 მატჩში (ყველა შეჯიბრში) 9 გოლი გაიტანა.
* "სტოკმა" პირველ 6 ტურში მხოლოდ 2 ქულა მოიპოვა, ეს ამ გუნდის უარესი შედეგია 1951/52 წლების სეზონის შემდეგ.
* "ვესტ
* მას მერე, რაც პრემიერლიგაში ჩარლი ოსტინის დებიუტი შედგა (2014), მან პრემიერლიგაში ზუსტად იმდენი გოლი გაიტანა (21), რამდენიც უეინ რუნიმ, არადა, მასზე 20 მატჩით ნაკლები ითამაშა.
* ალექსის სანჩესმა "არსენალის" მაისურით 100 მატჩში 47 გოლი გაიტანა.
* საიდო მანემ "ლივერპულის" მაისურით 6 მატჩში 6 გოლში მიიღო
მონაწილეობა.
* "მანჩესტერ იუნაიტედმა" 4 ბურთით ტაიმი ბოლოს 2001 წელს მოიგო ("არსენალის" წინააღმდეგ - 5:1 I ტაიმის მერე).
ლა ლიგა: რას ერჩიან ვოროს?
* პორტუგალიელმა დუდამ "მალაგას" რიგებში პრიმერაში მე-300 მატჩი ჩაატარა. ის გუნდის ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი გახდა. 300 მატჩში დუდამ 33 გოლი გაიტანა და 49 საგოლე პასი ჩაიწერა. * ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით 35 მატჩში მადრიდის "რეალმა" 92 გოლი გაიტანა, ზუსტად ამდენივე, რამდენიც კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით პირველ 35 მატჩში.
* სერხი რობერტოს 4 საგოლე პასი დაუგროვდა, ევროპის ტოპ-5 ლიგებში მცველთა შორის ყველაზე მეტი.
* სალვადორ გონსალეს "ვორომ" "ვალენსიას" 8 მატჩში უთავკაცა სულ (2 ახალ სეზონში), მისი შედეგი გასაოცარია - 6 მოგება, 1 ფრე, 1 მარცხი. მაგრამ ვორო ვერც ერთხელ გახდა გუნდის სრულუფლებიანი თავკაცი.
* პიონე სისტო გახდა მესამე დანიელი, ვინც "სელტას" მაისურით გოლის გატანა შეძლო დანიელ ვასის და მიკაელ კრონ-დელის შემდეგ.
* ჯუზეპე როსის უყვარს "ესპანიოლის" კარში გოლების გატანა - 9 შეხვედრაში მან კატალონიური კლუბი 5-ჯერ დაამწუხრა.
* ლა ლიგის მხოლოდ სამმა ფეხბურთელმა შეძლო ამ სეზონში სამ სხვადასხვა ოფიციალურ ტურნირში გატანა: ლიონელ მესიმ, ლუის სუარესმა და ალეშანდრე პატომ.
* "დეპორტივო" ერთადერთი გუნდია, რომელსაც ამ სეზონში სტუმრად გოლი არ გაუტანია.
* ანტუან გრიზმანმა 9-ჯერ ითამაშა "დეპორტივოს" წინააღმდეგ და 6 გოლი გაუტანა, აქედან 4 გოლი ფრანგმა "ატლეტიკოს" მაისურით გაიტანა.
* დიეგო ალვეშმა (ვალენსია) პრიმერას ისტორიაში ყველაზე მეტი პენალტი მოიგერია - 17. მან გაუსწრო სუბისარეტას (16 მოგერიებული პენალტი).
* ქარიმ ბენზემას ლა ლიგაში ყველა გუნდისთვის აქვს უკვე გატანილი, ვისაც კი ოდესმე ეთამაშა.
* კრიშტიანო რონალდოს ლა ლიგაში მხოლოდ "არკანგელზე", "ანოეტაზე" და "გრან კანარიაზე" არ გაუტანია გოლი.
ბუნდესლიგა: ყველაზე ახალგაზრდა
* 24 მატჩია, რაც ბუნდესლიგაში "დორტმუნდს" შინ არ წაუგია. კლუბმა 1965/66 და 2001/03 წლების რეკორდები გაიმეორა. * მარიო გიოტცემ "დორტმუნდის" სასტარტო შემადგენლობაში 1248-დღიანი პაუზის მერე ითამაშა.
* ოლივერ ბურკი (ლაიპციგი) გახდა პირველი შოტლანდიელი, ვინც ბუნდესლიგაში გაიტანა ბრაიან ო'ნოლის შემდეგ. მას მერე კი 6 147 დღე გავიდა.
* ტიმო ვერნერი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ვინც ბუნდესლიგაში 100 მატჩი ითამაშა. "ლაიპციგის" ფეხბურთელი 20 წლის და 6 თვისაა. ადრინდელი რეკორდი იულიან დრაქსლერს ეკუთვნოდა (20 წლისა და 7 თვის).
* "ლევერკუზენის" ბოლო 4 გოლი ჩიჩარიტოს ანგარიშზეა.
* ჯოშუა კიმიხმა "ბაიერნის" რიგებში პირველ 39 მატჩში ერთი გოლიც ვერ გაიტანა, შემდეგ ოთხ მატჩში კი 4 გოლი გაიტანა.
სერია A: ტოტი-250
* "ტორინოს" კარში ფრანჩესკო ტოტიმ იტალიის ჩემპიონატში თავისი 250-ე გოლი გაიტანა. * "ინტერმა" ამ სეზონში 8 ქულა მოიპოვა იმ სიტუაციაში, როცა მარცხდებოდა, ყველაზე მეტი ევროპის ტოპ-5 ლიგებში.
* "მილანმა" ჩემპიონატის სამ თამაშში ზედიზედ 2013 წლის მერე პირველად არ გაუშვა გოლი.
* იოსიპ ილიჩიჩმა პირველად ვერ გაიტანა პენალტი იტალიის ჩემპიონატში, მან ბურთი ხარიხას გაარტყა. აქამდე მან 9 პენალტი უნაკლოდ შეასრულა.
* "ემპოლიმ" საწყისი 6 ტურიდან 5-ში ვერ შეძლო გოლის გატანა.
* მარეკ ჰამშიკმა "ნაპოლის" მაისურით მე-100 გოლი გაიტანა.
ლიგა 1: ორიეს შავი დღეები
* პსჟ-მ ბოლო 5 მატჩში 2 წააგო, ზუსტად იმდენი, რამდენიც ბოლო 49 დაპირისპირებაში!* პსჟ-სთან "ტულუზმა" ლიგა 1-ის მატჩებში ყველაზე ახალგაზრდული შემადგენლობა დააყენა ამ სეზონში - საშუალო ასაკი 22,1 წელი.
* სერჟ ორიეს ცუდი დროება აქვს: წინა ტურში მცველმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, ახლა გააძევეს, მატჩის მეორე დღეს კი 2 თვით ციხეც მიუსაჯეს.
* ბაფეტიმბი გომისმა "მარსელის" ბოლო 7 გოლიდან 6-ში მიიღო მონაწილეობა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"