ფიფაში მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდების რაოდენობის 48-მდე გაზრდაზე ფიქრობენ

AutoSharing Option
ფიფას ახალი პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გუნდების რაოდენობის 48-მდე გაზრდაზე ფიქრობს. ამის შესახებ მან ტელეარხ ESPN-თან ინტერვიუში განაცხადა:

"ჩვენი ამოცანა ფეხბურთის განვითარებაა. უკვე გამოვედი წინადადებით, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე, რომელიც ყატარში უნდა ჩატარდეს, მონაწილე გუნდების რაოდენობა 40-მდე გავზარდოთ. თუმცა, ტურნირზე 48 ნაკრების დაშვებაც სავსებით შესაძლებელია".

სავარაუდოდ, ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას ფიფაში 2017 წლის იანვარში მიიღებენ. 2018 წლის მუნდიალის ფინალურ სტადიაზე კი, რომელსაც რუსეთი უმასპინძლებს, კვლავ 32 გუნდი ითამაშებს.

ინფანტინოს ჩანაფიქრით, მუნდიალის ახალი ფორმატი ასე უნდა შედგეს:
16 საუკეთესო გუნდი პირდაპირი წესით ჯგუფურ ეტაპზე ჩვეულებრივ მოხვდება, კიდევ 32 კი ჩემპიონატის სტარტის წინ, ტურნირის მასპინძელ ქვეყანაში პლეი ოფის რაუნდში ითამაშებს და 16 რჩეულს გამოავლენს. ამრიგად, ფინალური სტადიის ჯგუფურ ეტაპზე გუნდების რაოდენობა კვლავაც 32 იქნება.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ძალიან მაგარი და სახალისო იქნება. საბჭოთა კავშირის დროს "ტყავის ბურთის" გათამაშებას დაამსგავსეთ მსოფლიო ჩემპიონატი. მაშინ თბილისის "ავაზა"ქუხდა სსრკ-ში და ვინ იცის იქნებ საქართველოს ნაკრებმაც იქუხოს ამ უბნების სპარტაკიადაზე.
.........
00:17 05-10-2016
0
სახეზე არ ეტყობა ამ ინფანტილურ ინფანტინიოს რომ ვიღაც ფეხბურთში მოღვაწე ფულის ტომრების მარიონეტკაა. საერთოდ, დღეს ფეხბურთი ამაზრზენი გახდა. ფული და მხოლოდ ფული (როგორც ყველა სფეროში). ანუ, გასაგებია რომელი ღმერთი მართავს მსოფლიოს... ნუ დაბლოკავთ
realistic me
00:09 05-10-2016
0

სიახლეები პოპულარული