სულეიმანი რეგულარულად ესწრება მეუღლის თამაშებს, სტადიონებზე კი მეტწილად ვაჟთან ერთად ჩნდება. ქალბატონმა დიდი პოპულარობა ჯერ კიდევ ევრო 2016-ის დროს მოიპოვა, როდესაც მსოფლიოს სპორტული გამოცემების პირველი გვერდები დაამშვენა.
ახლახან, მუნდიალის შესარჩევის მეორე ტურში შვეიცარიის ნაკრებმა სტუმრად უნგრეთი დაამარცხა (3:2), ჯემაილი კი საგოლე პასით გამოირჩა. დღეს შვეიცარიელები ანდორას დაუპირისპირდებიან.