ეს ჯილდო "ოქროს ბურთის" ალტერნატივა იქნება, რომელსაც ფრანგული ჟურნალი France Football გადასცემს.
ამის შესახებ ინფორმაცია "ტვიტერში" ცნობილმა ჟურნალისტმა რიჩარდ კონვეიმ გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ ადრე "ოქროს ბურთს" ფიფა და France Football ერთობლივად გადასცემდნენ, თუმცა მსოფლიო ფეხბურთის ორგანიზაციასთან კონტრაქტის დასრულების შემდეგ გამოცემა ჯილდოს გადაცემას მარტო გააგრძელებს.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ ფიფას ჯილდოს სახელოწოდება FIFA's Best იქნება და მისი პირველი მფლობელი იანვარში გამოვლინდება.