ფიფა წლის საუკეთესო ფეხბურთელს თავად გამოავლენს

AutoSharing Option
ფიფამ მიიღო გადაწყვეტილება წლის შედეგებით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი თავად გამოავლინოს.

ეს ჯილდო "ოქროს ბურთის" ალტერნატივა იქნება, რომელსაც ფრანგული ჟურნალი France Football გადასცემს.

ამის შესახებ ინფორმაცია "ტვიტერში" ცნობილმა ჟურნალისტმა რიჩარდ კონვეიმ გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ ადრე "ოქროს ბურთს" ფიფა და France Football ერთობლივად გადასცემდნენ, თუმცა მსოფლიო ფეხბურთის ორგანიზაციასთან კონტრაქტის დასრულების შემდეგ გამოცემა ჯილდოს გადაცემას მარტო გააგრძელებს.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ ფიფას ჯილდოს სახელოწოდება FIFA's Best იქნება და მისი პირველი მფლობელი იანვარში გამოვლინდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული