ევროუქმეების ფაქტები და ციფრები: ზიზუს 35 წაუგებლად!

AutoSharing Option
ზინედინ ზიდანი დღეისათვის საუკეთესოდ მოთამაშე ევროგრანდის ისტორიაში ჩაეწერა - მან ზედიზედ 35 შეხვედრაში შეძლო მარცხისთვის თავის არიდება და მშვიდად მიფრინავს იაპონიაში მსოფლიოს საკლუბო პირველობაზე; ჰენრიხ მხითარიანმა პრემიერლიგის გოლების ფერთა პალიტრას კიდევ ერთი შემატა, თომას მიულერს კი "ჯადო" აეხსნა" 999-ე წუთზე...

პრემიერლიგა: ვარდიმ ჰესკის გაასწრო
* ჯეიმი ვარდი 34 გოლით "ლესტერ სიტის" ისტორიაში საუკეთესო მეგოლე გახდა პრემიერლიგის მატჩებში. მან მაზი იზეტსა და ემილ ჰესკის (33-33) გაასწრო.

* რიად მაჰრეზმა (ლესტერი) თებერვლის მერე პირველი საგოლე პასი გაუკეთა ჯეიმი ვარდის.

* ჯეიმი ვარდიმ 741-წუთიანი
საგოლე "შიმშილი" დაასრულა.

* შაბათს 6 მატჩში 29 გოლი გავიდა. აქამდე პრემიერლიგაში ერთ დღეში მეტი გოლი არასოდეს გასულა (როცა 6 ან ნაკლები მატჩი ჩატარდა).

* მესამედ მოხდა, რომ ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა ჩემპიონატის მატჩში 4 ან მეტი გოლი გაუშვა. ადრე ეს "ატლეტიკომ" (2009 წ) და "ვოლფსბურგმა" (2015 წ) მოახერხეს.

* ალექსანდრ კოლაროვის გოლი "სიტის" პირველი ზუსტი დარტყმა იყო თამაშში.

* საოცარია, მაგრამ ფაქტია - ეს იყო ჯეიმი ვარდის პირველი ჰეთ თრიკი პრემიერლიგაში (85 მატჩი).

* 1993 წლის შემდეგ პირველად, ერთ დღეს 6-მა კლუბმა შინ 3 ან მეტი გოლი გაიტანა.

* 2006 წლის მერე პირველად, "სიტიმ" საწყის 5 წუთში ორი გოლი გაუშვა.

* კლაუდიო რანიერიმ (ლესტერი) "მანჩესტერ სიტის" პრემიერლიგაში 8 მატჩიდან მეშვიდედ მოუგო.

* ბოლო 7 მატჩში "კრისტალ პალასის" მონაწილეობით 36 გოლი გავიდა.

* "არსენალის" სათადარიგოებმა 6 გოლი გაიტანეს, რაც ამ სეზონში საუკეთესო შედეგია.

* ალექსის სანჩესმა (არსენალი) პრემიერლიგის ბოლო 26 მატჩში 26 გოლში მიიღო მონაწილეობა.

* უილფრიდ ზაჰამ (კრისტალ პალასი) ბოლო 7 მატჩში 6 გოლში მიიღო მონაწილეობა.

* რომელუ ლუკაკუმ (ევერტონი) და კრისტიან ბენტეკემ (კრისტალ პალასი) 22-22 სხვადასხვა გუნდს გაუტანეს პრემიერლიგურ კარიერაში.

* ფერნანდო ლორენტემ (სუონსი) ოთხივე გოლი პრემიერლიგაში "ლიბერთიზე" გაიტანა.

* გილფი სიგურდსონმა (სუონსი) ბოლო 8 მატჩში 8 გოლში მიიღო მონაწილეობა (4 გოლი, 4 საგოლე პასი).

* მესუთ იოზილმა (არსენალი) 2015 წლის მერე პირველად გაიტანა ზედიზედ ორ მატჩში პრემიერლიგაში.

* ექტორ ბელერინმა (არსენალი) ამ სეზონში ყველაზე მეტი საგოლე პასი გააკეთა მცველებს შორის - 7.

* ჩარლი ადამი (სტოკი) მეხუთე ფეხბურთელია ამ სეზონში, რომელმაც საკუთარ დაბადების დღეზე გაიტანა (კოსიელნი, იოზილი, ნოლიტო, ბენტეკე).

* სტივენ უორდმა (ბარნლი) 1804-დღიანი პაუზის შემდეგ გაიტანა პრემიერლიგაში.

* ადამ ლალანამ (ლივერპული) "ვესტ ჰემთან" მატჩში 13,7 კმ გაირბინა, რაც ამ სეზონში საუკეთესო შედეგია.

* ამ სეზონში პირველად სტუმრებს არ მოუგიათ.

* მაიკლ ანტონიომ (ვესტ ჰემი) ამ სეზონში პირველად გაიტანა გოლი ფეხით.

* ჰენრიხ მხითარიანმა (მანჩესტერი) პრემიერლიგაში პირველი სომხური გოლი გაიტანა. ახლა უკვე პრემიერლიგაში 96 ეროვნების წარმომადგენლებს აქვთ გატანილი.

* 1996 წლის მერე "საუთჰემპტონმა" პრემიერლიგაში პირველად მოუგო "მიდლსბროს".

* "ჩელსიმ" მეხუთედ შეძლო პრემიერლიგაში ზედიზედ 9 მატჩის მოგება.

* დიეგო კოშტას (ჩელსი) ბოლო 9 დარტყმულიდან 6 გოლი გავიდა.

* დიეგო კოშტას წინააღმდეგ დაჯარიმებისას 9 ყვითელი ბარათი დარიგდა, ყველაზე მეტი პრემიერლიგაში.

ლა ლიგა: "რეალის" რეკორდი
* "გრანადამ" ამ სეზონში 9 ქულიდან 5 ანდალუსიურ კლუბებთან დაპირისპირებაში მოიპოვა.

* იგნასიო (ნაჩო) კამაჩომ (მალაგა) ლა ლიგაში კლუბის მაისურით 15 გოლიდან 13 თავით გაიტანა (86%).

* 35-მატჩიანი წაუგებელი სერია "სამეფო კლუბისთვის" ყველაზე გრძელია 26 მოგებით და 9 ფრით.

* სერხიო რამოსმა (რეალი) ამ სეზონში 5 გოლი გაიტანა, ყველაზე მეტი ლა ლიგის მცველებს შორის.

* მარიანო დიასი (რეალი) პირველი ფეხბურთელია დომინიკის რესპუბლიკიდან, ვინც ლა ლიგაში გოლი გაიტანა.

* ხოსელუმ (დეპორტივო) ლა ლიგაში სამი დარტყმით სამი გოლი გაიტანა, ერთი "რეალის" მაისურით, ორი "დეპორტივოს" ფორმით.

* ალვარო მორატამ (რეალი) ბოლო 8 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

* კარლოს ველა (რეალ სოსიედადი) პირველი ფეხბურთელია ამ სეზონში 5 ევროპულ ლიგაში, ვინც ორი საგოლე პასი გააკეთა ერთ თამაშში და თან პენალტი გააფუჭა.

* დიეგო ალვეშმა (ვალენსია) 43 თერთმეტმეტრიანიდან 20 მოიგერია.

* ინიგო მარტინესმა (რეალ სოსიედადი) ამ სეზონში ყველაზე მეტი პენალტი "აიკიდა" - 3.

* ვილიან ჟოზემ (რეალ სოსიედადი) 7 გოლი გაიტანა "ანოეტაზე", მხოლოდ საშინაო მატჩები რომ ითვლებოდეს, ის ლა ლიგის ბომბარდირი იქნებოდა.

* ლიონელ მესიმ (ბარსელონა) 9 მატჩში 16 გოლი გაუტანა "ოსასუნას".

* ლუის სუარესი (ბარსელონა) ლა ლიგაში უკვე 24 კლუბს დაუპირისპირდა და აქედან 22-ს გაუტანა.

* "ბარსელონამ" ბოლო 4 ტურში პირველი ტაიმი 0:0 ითამაშა.

* "რეალ სოსიედადს" "ანოეტაზე" 7 მატჩია არ წაუგია.

* ბორხა იბორა (სევილია) პირველი ნახევარმცველია 21-ე საუკუნეში, ვინც ლა ლიგაში ჰეთ თრიკი მას მერე შეასრულა, რაც შეცვლაზე შევიდა.

* რუბენ კასტრო "ბეტისის" ისტორიაში მეორე ფორვარდი გახდა 70 გოლით. წინ მხოლოდ იპოლიტო რინკონია.

* დუიე ჩოპმა (სპორტინგი) ორჯერ დაარტყა საჯარიმო ამ სეზონში და ორივეჯერ გაიტანა.

* დიეგო ლოპესის (ესპანიოლი) მშრალი სერია 551 წუთი გაგრძელდა. ეს კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

ბუნდესლიგა: 999
* ალექს მაიერმა (აინტრახტი) 6-ჯერ დაარტყა კარისკენ, ხოლო ამ მატჩში ფრანკფურტელთა მეტოქე "ჰოფენჰაიმმა" - სულ 3-ჯერ.

* ბრემენის "ვერდერი" ბუნდესლიგის ბოლო გუნდია, რომელმაც ამ სეზონში კარი მშრალად შეინახა.

* მიუნხენის "ბაიერნმა" 650-ე საშინაო გამარჯვება იზეიმა ბუნდესლიგაში.

* ნილს პეტერსენის გოლი მე-700 იყო "ფრაიბურგისთვის" ბუნდესლიგაში.

* "ჰამბურგმა" ბოლო 4 ტურში 8 ქულა მოაგროვა, წინა ათში კი მხოლოდ - 2.

* მარკო როისმა "დორტმუნდის" მაისურით ბუნდესლიგაში 50-ე გოლი გაიტანა.

* თომას მიულერმა (ბაიერნი) 999-წუთიანი "მშრალი" სერია დაასრულა.

* რობერტ ლევანდოვსკიმ (ბაიერნი) ბუნდესლიგაში 34-ედ გაიტანა ერთ მატჩში გოლზე მეტი.

* "კიოლნმა" 3 საათისა და 27 წუთის მერე შეძლო გატანა.

* ტიაგო ალკანტარამ "ბაიერნის" მაისურით მე-100 მატჩი ითამაშა.

* რომან ვაიდენფელერმა (დორტმუნდი) 350-ე მატჩი ითამაშა ბუნდესლიგაში.

* ბუნდესლიგაში წყვილების სულ 900 ვარიანტი ვიხილეთ.

* ნალდომ "შალკეს" ფეხბურთელისთვის ყველაზე ადრეული წითელი ბარათი მიიღო (მე-4 წუთი).

სერია A: პელისიერის 100
* ფელიპე ანდერსონმა (ლაციო) ამ სეზონში მე-7 საგოლე პასი გააკეთა.

* "პესკარამ" ამ სეზონში სამი პენალტი დაარტყა და სამივე გააფუჭა.

* მარსელო ბროზოვიჩმა (ინტერი) ბოლოს სამ მატჩში 3 გოლი გაიტანა, ზუსტად იმდენი, რამდენიც წინა 30 შეხვედრაში.

* გონსალო იგუაინმა (იუვენტუსი) "ტორინოს" მეექვსე გოლი გაუტანა.

* სერჯო პელისიერმა (კიევო) სერია A-ში მე-100 გოლი გაიტანა.

* "ნაპოლიმ" თებერვლის მერე პირველად მოახერხა ზედიზედ ორი საგარეო მატჩის მოგება.

ლიგა 1: მივიწყებული ჰეთ თრიკი
* ოლა ტოივონენმა (ტულუზი) წინა 28 მატჩში სამი გოლი გაიტანა, ახლა კი ერთ თამაშში შეძლო სამი გოლის გატანა.

* ლიგა 1-ის 17 ტურში "მონაკომ" 53 გოლი გაიტანა. ამაზე მეტი მხოლოდ 1959/60 წლების სეზონში შეძლო - 55 გოლი (პარიზი).

* ბოლო 10 მატჩში ბერნანდო სილვამ 4 საგოლე პასი გააკეთა.

* "მარსელმა" სეზონში პირველად მოიგო საგარეო მატჩი.

* რადამელ ფალკაომ (მონაკო) 2012 წლის შემდეგ პირველად შეასრულა ჰეთ თრიკი.

* პსჟ შინ "ნიცასთან" ზედიზედ მეშვიდედ არ დამარცხდა.

* "ლიონმა" ტურში გოლი პირველივე დარტყმით გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული