5 რეკომენდაცია, თუ როგორ უნდა ვივარჯიშოთ სიცხეში

AutoSharing Option
ზაფხულში მხოლოდ ზარმაცები არ გადიან ხოლმე სუფთა ჰაერზე სავარჯიშოდ, თუმცა ძლიერი სიცხის დროს ვარჯიშისას რამდენიმე რეკომენდაციის გათვალისწინება ჯობს.

სიცხე უფრო ადვილად გვღლის, სუნთქვაც უფრო რთული ხდება, იმატებს ოფლიანობა და პულსი, ხოლო ვარჯიშები ნაკლებად ეფექტური ხდება.

ფიტნესის სპეციალისტები თვლიან, რომ სიცხეში სტანდარტული წესით ვარჯიში ზედმეტად ტვირთავს ორგანიზმს და შესაძლოა, ავნოს კიდეც.

სწორედ ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ 5 რჩევას საზაფხულო ვარჯიშებისათვის.

სწორი სავარჯიშო სივრცე და ტანსაცმელი


Sportall.Ge

პირველ რიგში, სრულად უნდა გამორიცხოთ სინთეტიკური სამოსი, ასევე, არ დაგავიწყდეთ ქუდი (კეპი) და მზის საწინააღმდეგო სათვალეები, თუ
რა თქმა უნდა, სუფთა ჰაერზე ვარჯიშს აპირებთ.

სავარჯიშო სივრცე, უმჯობესია გზებისა და ქუჩებიდან მოშორებით იყოს. ბუნებრივია, იდეალურია, თუ ეს პარკი და ტყე იქნება.

შეარჩიეთ დრო


Sportall.Ge

სიცხეში ვარჯიშის ერთ-ერთი თავსატეხი ჰიპერტემია არის. ორგანიზმის გადახურება, რომელიც თერმორეგულაციას არღვევს. გადახურების სიმპტომებია: ოფლიანობის კლება, ცხელი და გამომშრალი კანი, ტაქიკარდია, სისუსტე და გონების დაბინდვა.

შუა დღით მზე ყველაზე აგრესიულია და შესაბამისად, გადახურების ყველაზე დიდი საფრთხეა. ვარჯიშისთვის საუკეთესო დრო არის ან დილით 10:00 საათამდე, ან 19:00 საათის შემდეგ.

დალიეთ რაც შეიძლება მეტი წყალი


Sportall.Ge

უბრალო სასმელი წყალიც კი შეგინარჩუნებთ ორგანიზმში სითხის ბალანსს. უშუალოდ ვარჯიშის დროსაც უმჯობესია გქონდეთ წყალი და ყოველ 10 წუთში რამდენიმე ყლუპი დალიოთ.

მაქსიმალურად ეცადეთ, გაშლილ სივრცეში ივარჯიშოთ


Sportall.Ge

არ გადატვირთოთ საკუთარი ორგანიზმი, ნელ-ნელა დაიწყეთ ვარჯიში სუფთა ჰაერზე.

გარემოსთან ადაპატაცია მაშინვე არ ხდება და თუ თავი შეუძლოდ იგრძენით, უმჯობესია ვარჯიში მალევე შეწყვიტოთ.

ზედმეტად არ გაერთოთ ძალისმიერი და კარდიო ვარჯიშებით


Sportall.Ge

საყვარელი კროსფიტის ნაცვლად, უმჯობესია სუფთა ჰაერზე გაჭიმვები ან იოგას ვარჯიშები გააკეთოთ, ასევე ძალიან სასარგებლოა ცურვაც.

ასევე, არ აქვს მნიშვნელობა სპორტის სახეობას, უმჯობესია, თუ ვარჯიშის ინტენსივობას შეამცირებთ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალისმიერი გამიგია,გულისხმიერიც გამიგია აი ეს „ძალისხმიერი“ რა არის პირველად მესმის :-)
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული