არჩილ ჟღენტისა და მიხეილ კობეშავიძის გუნდმა, ბელარუს თანატოლებთან გამართული მატჩი 35-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 63-98 დათმო.
ბელარუსმა ოთხივე მეოთხედი დამაჯერებლად მოიგო: 18:25, 14:30, 13:19, 18:24.
საქართველოს ნაკრების მხრიდან ყველაზე მეტი, 16 ქულა ნიკა ჩეჩელაშვილმა დააგროვა. ლუკა კალატოზიშვილის აქტივში კი 11 ქულა და 14 ჩაჭრაა.
2 ტურის შემდეგ საქართველოს, ბულგარეთთან და უნგრეთთან ერთად, ორიდან ორი წაგება აქვს. საპირისპირო შედეგი აქვთ ბელარუსს, ხორვატიასა და ისლანდიას.
ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელები მომდევნო შეხვედრას 30 ივლისს, ხორვატიასთან