U18. ევროპის ჩემპიონატზე საქართველო ბელარუსთან 35 ქულით დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მეორე თამაშიც წააგო.

არჩილ ჟღენტისა და მიხეილ კობეშავიძის გუნდმა, ბელარუს თანატოლებთან გამართული მატჩი 35-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 63-98 დათმო.

ბელარუსმა ოთხივე მეოთხედი დამაჯერებლად მოიგო: 18:25, 14:30, 13:19, 18:24.

საქართველოს ნაკრების მხრიდან ყველაზე მეტი, 16 ქულა ნიკა ჩეჩელაშვილმა დააგროვა. ლუკა კალატოზიშვილის აქტივში კი 11 ქულა და 14 ჩაჭრაა.

2 ტურის შემდეგ საქართველოს, ბულგარეთთან და უნგრეთთან ერთად, ორიდან ორი წაგება აქვს. საპირისპირო შედეგი აქვთ ბელარუსს, ხორვატიასა და ისლანდიას.

ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელები მომდევნო შეხვედრას 30 ივლისს, ხორვატიასთან
ჩაატარებენ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ეტყობა ძალიან მძიმე სიტუაციაა, რადიკალური ზომებია მისაღები
mamuka
17:19 29-07-2017
0
სად იყურება ან კალათბურთის ფედერაცია ან სპორტის სამინისტრო. კიდია ეტყობა ყველას ეგ კალათბურთი და ტყუილ უბრალოდ ნერვებისმოშლაც არ ღირს. ჩვენი მიზანი არარის ა ჯგუფში თამაში ჩვენი მიზანი პირველი ნაკრებისთვის კანდიდატების მომზადებაოო ამას იტყვიან როგორც ყოველთვის უეჭველი. .და ეგიქნება რო დაასამარებს კალათბურთს დიდი ხნით ან რომელია აქედან ნაკრებისთვის გამოსადექი კალათბურთელი ნეტა თუამას კალათბურთი ქვია საერთოდ.
qutaiseli
17:41 29-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული