შეხვედრა არაოფიციალურია - ისრაელის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის ემზადება და საქართველოს ორი საკონტროლო მატჩის გასამართავად ეწვია. როგორც პირველი (26 ივნისი), ასევე მეორე (27 ივნისი) შეხვედრა 19 საათზე დაიწყება.
ებრაელი 20-წლამდელები თბილისში 26 ივნისს ღამით, 1 საათზე ჩამოფრინდნენ და თამაშისთვის მოსამზადებლად საკმარისი დრო აქვთ. ისევე, როგორც ქართველები, ებრაელებიც პირველ ოფიციალურ შეხვედრას 12 ივლისს გამართავენ. ამიტომ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვერც ისინი იქნებიან ოპტიმალურ ფორმაში.
- ჯერ
ალბათ, იგივეს გაიმეორებდა მეტოქის დამრიგებელი შარონ დრუკერი, თუმცა დარწმუნებულნი ბრძანდებოდეთ, როგორც ერთი, ასევე მეორე გუნდი გამარჯვებისთვის ძალას არ დაიშურებს. შესაბამისად, იმედი დავიტოვოთ, რომ საინტერესო შეხვედრებს ვიხილავთ.
თუ რეიტინგის მიხედვით ვიმსჯელებთ, ფავორიტი საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებია, რომელიც 12 ივლისს ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში ლატვიას დაუპირისპირდება (შემდეგ თურქეთსა და ესპანეთს).
ისრაელის ახალგაზრდული ნაკრები კი მეორე დივიზიონშია და ევრო-2013-ის საგზურისთვის იბრძოლებს. მას ელიტაში მოხვედრის კარგი შანსი აქვს: მოგეხსენებათ, 2013 წლისთვის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მონაწილეთა რაოდენობა 20-ამდე გაიზრდება.
შესაბამისად, 16 გუნდიდან მეორე ეშელონში არავინ დაქვეითდება (ცხადია, გამოვარდნის საფრთხე არც საქართველოს ემუქრება). სამაგიეროდ, B დივიზიონიდან ელიტას ოთხი საუკეთესო დაემატება.
ასე რომ, თუ აქამდე ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად ქვედა ლიგის ფინალში გასვლა იყო საჭირო, წლეულს ამისთვის ნახევარფინალში მოხვედრაც საკმარისია. ჯგუფში ისრაელის მეტოქეები არიან სლოვაკეთი, ბულგარეთი და ავსტრია.
საინტერესოა, რომ ისრაელის ახალგაზრდული ნაკრების 18-კაციან სიაში 7 კალათბურთელი ერთი წლით უმცროსია (1993 წელსაა დაბადებული), ხოლო ერთი მოთამაშე სულაც ორი წლით პატარაა. თუმცა ეს არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან ქართველთა ნაკრებშიცაა სხვებზე ორი წლით უმცროსი, 1994 წელს დაბადებული ბექა ბურჯანაძე, რომელიც ესპანურ "კახასოლში" ირჯება.
მას საქართველოში საკლუბო საქმეების გამო ცოტა დააგვიანდა, თუმცა გუნდს უკვე შეუერთდა და დანარჩენ 13 კალათბურთელთან ერთად ევროპის ჩემპიონატისთვის აქტიურად ემზადება.
ისრაელის 20-წლამდელთა ნაკრები
მოთამაშე პოზიცია სიმაღლე დაბ.თარ. გუნდი
ალონ აბრამოვიჩი უკანახაზელი 192 1993 ჰაპოელი (თელ-ავივი)
ბენ ალტიტი ფორვარდი 208 1993 ბრაიანტი (აშშ)
ლირაზ არიელი უკანახაზელი 185 1992 კირიატ ტივონი
ზივ ბენ-ზვი უკანახაზელი 183 1992 ჰაპოელი (იერუსალიმი)
ტომერ ბერ-ავენი ფორვარდი 196 1992 ჰაპოელი (იერუსალიმი)
ოზ ბლაიზერი ფორვარდი 199 1992 ჰაპოელი (აფულა)
ადი კოჰენი უკანახაზელი 185 1993 უგუნდოდ
რამ ელიას-პოური ცენტრი 207 1993 ზვოლე (ჰოლანდია)
შონ ლაბანოვსკი ფორვარდი 202 1992 მაქაბი (ჰაიფა)
ნოამ ლაიში უკანახაზელი 190 1993 მაინე (აშშ)
გაი ლავიე უკანახაზელი 188 1992 ბნეი ჰაშარონი
ორელ ლევი უკანახაზელი 195 1993 უგუნდოდ
ბარ მაორი უკანახაზელი 191 1992 უგუნდოდ
რაფი მენკო ფორვარდი 198 1994 ვინგეიტის აკადემია
ორ პლავნიკი ცენტრი 202 1992 ჰაპოელი (ემეკი)
ორ სოლომონი ფორვარდი 197 1993 მაქაბი (რიშონი)
ბარ ტიმორი უკანახაზელი 191 1992 ჰაპოელი (თელ-ავივი)
მაიკლ ზალმანოვიჩი ფორვარდი 197 1992 ჰაპოელი (იერუსალიმი)
მწვრთნელი: შარონ დრუკერი
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები
მოთამაშე პოზიცია სიმაღლე დაბ. თარ. გუნდი
ირაკლი ალხანაიძე ცენტრი 201 23.01.1992 დინამო
მერაბ ბოქოლიშვილი უკანახაზელი 198 27.02.1992 შსს აკადემია
ბექა ბურჯანაძე ფორვარდი 201 03.01.1994 კახასოლი (ესპანეთი)
ლევან ელიაძე ფორვარდი 196 13.12.1992 ბათუმი
გოგა ჯავახიშვილი ცენტრი 200 08.06.1992 სტუ
კახა ჯინჭარაძე ფორვარდი 192 16.07.1993 სამედიცინო
საბა ლობჟანიძე უკანახაზელი 192 17.08.1993 სტუ
ავთანდილ ლომინაშვილი ცენტრი 204 26.10.1992 ქუთაისი
ზურაბ მაჩალაძე ფორვარდი 198 15.08.1992 სტუ
ოთარ ფხაკაძე უკანახაზელი 183 28.02.1993 ლიბერთი (აშშ)
რევაზ როგავა უკანახაზელი 185 01.02.1993 სოხუმი
დუდა სანაძე ფორვარდი 196 25.07.1992 დინამო
ნოდარ თენიეშვილი ფორვარდი 198 06.07.1992 შსს აკადემია
გიორგი ტეტელაშვილი უკანახაზელი 192 17.06.1992 სტუ
მწვრთნელი: დავით უსტიაშვილი
ასისტენტი: არჩილ ჟღენტი
ისრაელი, ვის რა ელის? (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"