გია კაზანჯიანის გუნდი 26 ივნისს, გამთენიისას, ბელარუსში გაემგზავრა, სადაც 27 და 28 ივნისს ორ საკონტროლო მატჩს გამართავს ბელარუს 16-წლამდელებთან.
ქართველები ბელარუსიდან 29 ივნისს დაბრუნდებიან და 1 ივლისს უკვე სლოვაკეთისკენ აიღებენ გეზს, სადაც სამ საკონტროლო მატჩს გამართავენ.
რაც შეეხება უშუალოდ ევროპის ჩემპიონატის მატჩებს, წლეულს B დივიზიონის შეხვედრებს რუმინეთის ქალაქი ბრაშოვი უმასპინძლებს.
საქართველო, ტურნირის მასპინძელი რუმინეთის, ჩერნოგორიის, ბოსნიისა და ესტონეთის წარმომადგენლებთან ერთად, C ჯგუფში იასპარეზებს.
ჯგუფში I-II ადგილებზე გასული გუნდები ფინალური ეტაპის საგზურისთვის
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
1. ლუკა ზაქრაძე (თსუ)
2. ლევან გოგოლაძე ("ორბი-კარდინალი")
3. იურა ხალათიანი ("ზაზა")
4. დათო ლომიძე ("ავერსი")
5. ლევან მასხულია ("აკადემია")
6. ნუგზარ ტაბაღუა ("რუსთავი")
7. სოსო მაჭავარიანი ("სოხუმი")
8. თემურ პეტრიაშვილი ("აკადემია")
9. ვახტანგ ქვარაია ("ავერსი")
10. მაიზერ რევაზაშვილი ("მაკაბი)
11. გიორგი გუგეშაშვილი ("ორბი-კარდინალი")
12. დათო მაჭარაძე ("ქუთაისი")
13. დიმიტრი ბობილევი ("ორბი-კარდინალი")
14. ვილი ისიანი ("შსს აკადემია")
მთავარი მწვრთნელი: გია კაზანჯიანი
ასისტენტები: ირაკლი ტომარაძე, დიმიტრი ჟაკობოვი
gbf.ge