16-წლამდელთა ნაკრების ღია ვარჯიში ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრების წინ

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება. B დივიზიონის მატჩებს რუმინეთის დედაქალაქი ბუქარესტი უმასპინძლებს.

გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა ნაკრებმა სრულფასოვანი მოსამზადებელი პერიოდი გაიარა. ქართველმა 16-წლამდელებმა 7 საკონტროლო შეხვედრა ჩაატარეს, საიდანც 5 მოიგეს.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ჯგუფში მონტენეგროს, ესტონეთის, ბოსნიისა და მასპინძელ რუმინეთის ნაკრებებთან მოხვდა. ჩვენი ნაკრების კალენდარი ასეთია:

19 ივლისი, საქართველო - რუმინეთი 18:00
20 ივლისი, საქართველო - ბოსნია 22:15
21 ივლისი, საქართველო - ესტონეთი 17:45
23 ივლისი, საქართველო - მონტენეგრო 15:30
(მითითებულია თბილისის დრო)

ჯგუფიდან საუკეთესო 2 გუნდი გავა, ხოლო
ვერგასულები მე-9-21-ე ადგილებისთვის გააგრძელებენ ბრძოლას. აღსანიშნავია, რომ A დივიზიონის საგზურს, 2-ის ნაცვლად, B დივიზიონის 3 საუკეთესო გუნდი მოიპოვებს.

რუმინეთში გამგზავრებამდე 16-წლამდელთა ნაკრებმა დღეს საკალათბურთო აკადემიის დარბაზში ივარჯიშა. წვრთნის დასკვნით ნაწილს ჟურნალისტებიც დაესწრნენ.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია კაზანჯიანმა შემდეგი განცხადება გააკეთა:

"ნაკრების ეს შემადგენლობა ოპტიმალურია. საქართველოში ამ ასაკში ვინც კი საუკეთესოა, ყველა გუნდშია.

ნაკრებმა სრულფასოვანი შეკრება გაიარა ბელარუსში, სლოვაკეთსა და თბილისში. მთლიანობაში 7 საკონტროლო მატჩი ჩავატარეთ და ამ შეხვედრებში ნაკრების წევრები კარგად შეთამაშდნენ.

რაც შეეხება უშუალოდ ევროპის ჩემპიონატს, ჩვენს ჯგუფში საკმაოდ ძლიერმა გუნდებმა მოიყარეს თავი. ჩვენთან არის მასპინძელი რუმინეთი, ასევე, ყოფილი იუგოსლავიის 2 წარმომადგენელი - ბოსნია და მონტენეგრო. შედეგი წინასწარ დასახული არ გვაქვს. ჩვენი მიზანი რაც შეიძლება მეტი თამაშის მოგებაა და მის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ".


საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა
მოთამაშე / ამპლუა / სიმაღლე / კლუბი
ლუკა ზაქრაძე / გამთამაშებელი / 187 / თსსუ
ნიკა ცინცაძე / გამთამაშებელი / 189 / აკადემია
თემურ პეტრიაშვილი / გამთამაშებელი / 180 / აკადემია
გიგი გოგობერიშვილი / მსროლელი / 187 / რუსთავი
ლევან გოგალაძე / მსროლელი / 191 / ორბი-კარდინალი
დავით ლომიძე / მსროლელი / 187 / ავერსი
ლევან მასხულია / ფორვარდი / 195 / აკადემია
სოსო მაჭავარიანი / ფორვარდი / 196 / ჰიუნდაი
დიმიტრი ბობილევი / ფორვარდი / 197 / ორბი-კარდინალი
გიორგი გუგეშაშვილი / ფორვარდი / 197 / ჰიუნდაი
ვილი ისიანი / ფორვარდი / 195 / შსს
მაიზერ რევაზაშვილი / ცენტრი / 202 / მაკაბი

მთ. მწვრთნელი: გია კაზანჯიანი
ასისტენტი: ირაკლი ტომარაძე
ასისტენტი: დიმიტრი ჟაკობოვი
გუნდის უფროსი: გელა წულაძე
ექიმი: ვლადიმერ მგელაძე

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული