მიხეილ ბერუაშვილის გუნდის მეტოქე მასპინძელი ბოსნია იყო. ქართველებმა პირველ ტურში ჰოლანდიასთან დიდი სხვაობით დამარცხების შემდეგ რეაბილიტაცია მოახდინეს და ბენილუქსელებზე გაცილებით ძლიერ მეტოქეს ღირსეულად ებრძოლნენ.
საქართველოს ნაკრებმა პირველი მეოთხედი მოიგო - 24:21. მეორე ათწუთეულშიც დაძაბული თამაში იყო. ქულა-ქულაზე მიმდინარე შეხვედრაში პირევი ტაიმი მასპინძელთა ერთქულიანი გამარჯვებით დასრულდა - 41:40.
მესამე პერიოდში მასპინძლებმა უპირატესობა მოიპოვეს და ხელჩასაჭიდ უპირატესობას დაეუფლნენ. საქართველოს ნაკრები ბოლომდე ინარჩუნებდა შანსს, თუმცა შეხვედრა საბოლოოდ 11 ქულით - 74:85
ჩვენს ნაკრებში 25 ქულა და 6 პასი ჰქონდა ირაკლი მიქელაძეს, ხოლო ბექა ბურჯანაძემ 12 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.
საქართველო 12 აგვისტოს ბელგიას დაუპირისპირდება.
ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. ბოსნია. სარაევო. 11 აგვისტო
ბოსნია 85:74 საქართველო
21:24, 20:16, 23:15, 21:19
სატურნირო მდგომარეობა
1. ბოსნია 3 3/0 242/187 6
2. პორტუგალია 3 1/2 178/228 4
3. ჰოლანდია 2 1/1 171/135 3
4. ბელგია 2 1/1 136/124 3
5. საქართველო 2 0/2 124/177 2
gbf.ge
ასევე იხილეთ:
საქართველოს 18-წლამდელებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მარცხით დაიწყეს