ამ წაგებით მიხეილ ბერუაშვილის გუნდმა ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა. სამი შეხვედრიდან სამივე მარცხის შემდეგ საქართველოს ნაკრები საუკეთესო 2 გუნდში ვეღარ მოხვდება.
მატჩის პირველი მეოთხედი ბელგიამ 17:10 მოიგო და სხვაობაც მთელი თამაში 7 ქულის ფარგლებში მერყეობდა. საქართველო მეტოქეს ბევრით არ ჩამორჩებოდა, ნიადაგ კუდზე ეჯდა, მაგრამ გადამწყვეტ ნაბიჯს ვერ დგამდა. მატჩის ბოლომდე მდევრის როლში იყო საქართველო და საბოლოოდ დამარცხდა კიდეც.
21 ქულითა და 17 მოხსნით შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა
საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 13 აგვისტოს პორტუგალიასთან, თბილისის დროით 23 საათზე ჩაატარებს.
ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. ბოსნია. სარაევო. 12 აგვისტო
საქართველო 53:65 ბელგია
10:17, 14:18, 21:15, 8:15
gbf.ge
ასევე იხილეთ:
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ბოსნიასთანაც დამარცხდა
საქართველოს 18-წლამდელებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მარცხით დაიწყეს