მიხეილ ბერუაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა სეზონის ბოლო მატჩში ბელარუსებს აჯობა.
მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეს მოხსნებში დიდი უპირატესობა ჰქონდა (50:30), პერიმეტრზე უკეთესი თამაშის წყალობით ქართველებმა 10-ქულიანი სხვაობა დაიბევეს. ჩვენებმა 11 სამქულიანი გამოიყენეს, ბელარუსებმა - 6.
მატჩის ბომბარდირი ბექა ბურჯანაძე გახდა, რომელმაც 23 ქულა მოაგროვა.
18-წლამდელთა ჩემპიონატი. B დივიზიონი. 19 აგვისტო
საქართველო-ბელარუსი 72:62
16-13, 19-16, 16-17, 21-16
საქართველო: დვალი, ძიძიგური (6ქ), რამიშვილი (15ქ, 6პ), ბურჯანაძე (23ქ, 8მ), კვანტალიანი (4ქ), გოგოძე (5ქ), ცირეკიძე (10ქ, 5მ),
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"