16 წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ბელორუსში საერთაშორისო ტურნირზე მიემგზავრება

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები 7-9 დეკემბერს ბელორუსის დედაქალაქში დაგეგმილ საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ბელორუსისა და საქართველოს ნაკრებებთან ერთად მინსკში თავს ლიტვისა და უკრაინის ნაკრებებიც მოიყრიან.

16-წლამდელთა ნაკრები სექტემბრის ბოლოს შეიკრიბა და მომავალი წლის აგვისტოში დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატისთვის (B დივიზიონი) მზადება დაიწყო.

სათამაშო პრაქტიკის მისაღებად 16-წლამდელთა ნაკრები საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატში გამოდის, სადაც 8 მატჩი გამართა და 6-ში გაიმარჯვა.

ბელორუსის საერთაშორისო ტურნირზე ნაკრები, მთავარი მწვრთნელის ასისტენტ ირაკლი ტომარაძის ხელმძღვანელობით, შემდეგი შემადგენლობით მიემგზავრება:

უკანა ხაზი: დათო აფხაზავა (აკადემია 1), გიგი გოგობერიშვილი (რუსთავი 1), ლევან
ფაღავა (შსს-აკადემია), ლევან გოგალაძე (შსს-აკადემია)
ფორვარდები: დათო ლომიძე (მართვე 2), თენგო სხირტლაძე (შსს-აკადემია), ვილი ისიანი (შსს-აკადემია), ლუკა გიორგაძე (აკადემია 1), ბილი ალიევი (შსს-აკადემია)
ცენტრები: ვატო ქვარაია (შსს-აკადემია), ნოდარ სანაია (მართვე 2), გიორგი თვალაბეიშვილი (დინამო)

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული