საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ბულგარეთთან დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა დომეჯეს ოთხთა ტურნირი უკრაინასთან დამაჯერებელი მოგებით გახსნა, თუმცა მას მერე ჯერ იტალიას შეხვდა, შემდეგ ბულგარეთს და ორივესთან დიდი სხვაობით დათმო.

იტალიელებს მაღალი დონის 20-წლამდელთა ნაკრები რომ ჰყავთ, ამაში რამდენიმე დღის წინაც დავრწმუნდით - სანტ ანჯელოს ტურნირზე "აძურასთან" თამაში პირდაპირ ეთერში გადაიცა.

ბულგარეთმა კი ქართველთა მიერ ძლეულ უკრაინასთან 29 ივნისს წააგო და გაჩნდა შთაბეჭდილება, რომ ბულგარელებზე უკეთესები ვართ, მაგრამ 30 ივნისის მატჩმა საპირისპიროში დაგვარწმუნა - 31 ქულის სხვაობით დავმარცხდით.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები იტალიიდან საქართველოში დაბრუნდება და თბილისში განაგრძობს მზადებას
ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც 9 ივლისს ესტონეთში დაიწყება.

29 ივნისი
იტალია-საქართველო 82:53
27:14, 20:14, 20:17, 15:8
იტალია: რუზერი, ბოსი (3), ჯიოვარა (8), კარნოვალი (3), ტურელი, ლომბარდი (7), იმბრო (13), ავუდუ (7), ლანდი (8), ლაგანა (16), სპერა (2), პაესანო (15).
საქართველო: ორმოცაძე, რამიშვილი (5), ო. ფხაკაძე (3), გრძელიძე, მიქელაძე (7), კვანტალიანი (7), ცირეკიძე (12), როგავა (6), გელაზონია (5), ჯინჭარაძე (6), თ. ფხაკაძე (2).

30 ივნისი
ბულგარეთი-საქართველო 85:54
29:14, 9:12, 27:12, 20:16

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული