იტალიელებს მაღალი დონის 20-წლამდელთა ნაკრები რომ ჰყავთ, ამაში რამდენიმე დღის წინაც დავრწმუნდით - სანტ ანჯელოს ტურნირზე "აძურასთან" თამაში პირდაპირ ეთერში გადაიცა.
ბულგარეთმა კი ქართველთა მიერ ძლეულ უკრაინასთან 29 ივნისს წააგო და გაჩნდა შთაბეჭდილება, რომ ბულგარელებზე უკეთესები ვართ, მაგრამ 30 ივნისის მატჩმა საპირისპიროში დაგვარწმუნა - 31 ქულის სხვაობით დავმარცხდით.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები იტალიიდან საქართველოში დაბრუნდება და თბილისში განაგრძობს მზადებას
29 ივნისი
იტალია-საქართველო 82:53
27:14, 20:14, 20:17, 15:8
იტალია: რუზერი, ბოსი (3), ჯიოვარა (8), კარნოვალი (3), ტურელი, ლომბარდი (7), იმბრო (13), ავუდუ (7), ლანდი (8), ლაგანა (16), სპერა (2), პაესანო (15).
საქართველო: ორმოცაძე, რამიშვილი (5), ო. ფხაკაძე (3), გრძელიძე, მიქელაძე (7), კვანტალიანი (7), ცირეკიძე (12), როგავა (6), გელაზონია (5), ჯინჭარაძე (6), თ. ფხაკაძე (2).
30 ივნისი
ბულგარეთი-საქართველო 85:54
29:14, 9:12, 27:12, 20:16
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"