საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ელიტიდან გავარდა და მომავალ წელს B დივიზიონში იასპარეზებს.

დავით უსტიაშვილის გაწვრთნილი გუნდისთვის ეს ამბავი უკრაინასთან წაგების შემდეგ გაირკვა.

მე-17-მე-20 ადგილებისთვის საკვალიფიკაციო შეხვედრების პირველი მატჩი ქართველებმა უკრაინასთან წააგეს, რის შემდეგ საბოლოოდ გაირკვა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას ბოლო 3 გუნდს შორის დაასრულებენ.

B დივიზიონში გავარდა მასპინძელი ესტონეთიც, რომელმაც საკვალიფიკაციო დაპირისპირება ჩეხეთთან 68:94 დათმო.

სწორედ ესტონეთს შეხვდება საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ბოლო სათამაშო დღეს.

უსტიაშვილის გუნდი მასპინძლებთან ტურნირის ბოლო - მე-19-მე-20 ადგილებს გაითამაშებს.

ესტონეთს საქართველო მიმდინარე ევროპირველობაზე უკვე შეხვდა და
52:74 წააგო. დღევანდელ მეტოქე უკრაინას რაც შეეხება, საქართველოს ნაკრები სლავებს იტალიაში, დომეჯი დი კადორის ტურნირზე შეხვდა და 75:68 დაამარცხა.

ქართველები ახლაც ირძოლებდნენ მოსაგებად, თუმცა იმ შემადგენლობიდან ტრავმის გამო 3 წამყვანი მოთამაშე აკლდათ - ბექა ბურჯანაძე, გიორგი ცირეკიძე და ნიკა რამიშვილი.

ასეთი დანაკლისით უსტიაშვილის გუნდს უკრაინასთან შანსი არ ჰქონია და შეხვედრა 47:75 დათმო.

ევროპირველობის ბოლო მატჩს საქართველო 20 ივლისს, თბილისის დროით 10 საათზე გამართავს.

მესამე გუნდი, რომელიც B დივიზიონში გავარდება, ჩეხეთსა და უკრაინას შორის წაგებული იქნება.

ევროპის ჩემპიონატი. ფინალური ეტაპი. ტალინი. 19 ივნისი
უკრაინა 75:47 საქართველო
14-10, 19-10, 22-9, 20-18

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული