U16. საქართველოს ნაკრები ბუქარესტის საერთაშორისო ტურნირის ნახევარფინალში დამარცხდა

AutoSharing Option
რუმინეთში საერთაშორისო ტურნირ "ბალკანეთის მომავალ ვარსკვლავში" საასპარეზოდ მყოფმა საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ნახევარფინალური მატჩი თურქეთთან წააგო. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქართველებმა ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონის წევრთან ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ წარმატების შანსი არ ჰქონიათ.

შეხვედრა თურქებმა 29 ქულით - 87:58 მოიგეს. ქართველები ტოლ-სწორად თურქებს მეორე ტაიმში ეთამაშნენ, თუმცა პირველ ნახევარში სხვაობა დიდი იყო და საბოლოოდ დიდი სხვაობაც დაფიქსირდა.

საქართველოს ნაკრებში 23 ქულით საუკეთესო შედეგი ოთარ პერტაიამ დააფიქსირა. მეორე ქართველი კალათბურთელი, რომელიც 10-ქულიან ზღვარს ასცდა, საბა გეგუჩაძე იყო 11
ქულით. კახა ჟღენტმა შეხვედრა 8 ქულით დაასრულა, 6 ქულა ჰქონდა ირაკლი სულხანიშვილს.

საქართველოს ნაკრები ბუქარესტის ტურნირზე ბოლო, მე-3 ადგილისთვის მატჩს 21 დეკემბერს გამართავს. ქართველებს რევანშის შანსი ეძლევათ. ტურნირის პირველი მატჩი სწორედ დღევანდელ მეტოქე ბულგარეთთან - 63:67 წააგეს. შეხვედრა თბილისის დროით 6-ის ნახევარზე დაიწყება და მისი პირდაპირი ტრანსლაციის ნახვა შეგეძლებათ ბმულზე.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
სადაა თამაშის ტრანსლაცია, გვატყუებთ?
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული