შაბათს სუპერლიგაში ამ ორმა გუნდმა ისე ითამაშა, თქვენი მოწონებული. ჰოდა, "მგზავრებმა" ეკლები კიდევ ერთხელ გამოაჩინეს, ხოლო კაკტუსელებმა საპლეიოფო გზა დაინახეს.
არჩილ ჟღენტის გუნდმა უშუალო კონკურენტ "სოხუმს" სძლია და ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. თავად განსაჯეთ: რეგულარული ეტაპის დასრულებამდე 3 ტურით ადრე კაკტუსელებს 11 მოგება აქვთ, მეოთხე ადგილზე არიან და ორით უსწრებენ მდევრებს: "ოლიმპს", "სოხუმსა" და "ბათუმს".
სამი ტურით ადრე ორმოგებიანი ფორა ბევრს ნიშნავს, თუმცა ნუ ავჩქარდებით, ჯერ ფარ-ხმალი არც მდევრებს
8 აპრილი, თბილისი
კაკტუსი-სოხუმი 88:66
23:15, 17:13, 26:18, 22:20
კაკტუსი: უაითი (15ქ, 3პ), ჩიკვილაძე (17ქ, 5პ), ჩლაიძე (6ქ), ლოლიშვილი (2ქ), ბრიჯმენი (16ქ, 11მ), ბააკაშვილი (5ქ), დ. ლომიძე (10ქ), ფლოვიესი (16ქ, 15მ, 3ჩ), ნ. ლომიძე, ამონაშვილი (1ქ), ხუციშვილი.
სოხუმი: კოკა ტომარაძე (6ქ), ბოქოლიშვილი, ზაქრაძე, ჯგერენაია (5ქ, 7მ), დ. ბარბაქაძე (14ქ), ლათანი (19ქ, 5მ), ბულიავა (12ქ, 6მ, 3პ), ტიშენკო (4ქ, 5მ), ზაბირჩენკო, ვუდსონი (6ქ), კვეტენაძე.
მსაჯები: ი. ბერიშვილი, მ. კუპატაძე, ზ. მაჩალაძე.
გადამწყვეტი. აქ მატჩის ქრონოლოგიაზე არაფერია სალაპარაკო. გადამწყვეტი აღმოჩნდა გუნდების ფსიქოლოგიური მომზადება, რომელიც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული იყო. უნდა გავიხსენოთ ერთი ეპიზოდი, რომლის დროსაც "კაკტუსის" კალათბურთელებმა ბურთი ჩაჭრეს და კონტრიერიშზე გადავიდნენ. ოთხი კაკტუსელის წინააღმდეგ ერთი სოხუმელი აღმოჩნდა - არჩილ ჟღენტის შეგირდებმა მეტოქის ნახევარზე გადაიფრინეს, სოხუმელებმა კი დაცვაში დაბრუნება ძალიან დააგვიანეს.
სტატისტიკა არ ტყუის. როდესაც გუნდი ფსიქოლოგიურადაც კონცენტრირებულია, სროლის სიზუსტეც მაღალი აქვს. "კაკტუსმა" 37-დან 26 ორქულიანი და 19-დან 6 სამიანი ჩააგდო, "სოხუმმა" - 56-დან 23 ორიანი და 24-დან 2 სამიანი.
გამორჩეული. გამარჯვებულთაგან ყველა მოწოდების სიმაღლეზე იყო. თუკი სტატისტიკით გვსურს გამოყოფა, დავწეროთ, რომ ორმაგი დუბლი ორმა წინახაზელმა შეასრულა - ბრიჯმენმა და ფლოვიესმა.
ნამატჩევს
ვაჟა კვარაცხელია ("სოხუმის" მწვრთნელი):
- ამ წაგებით პლეი ოფში გასვლის შანსი, ფაქტობრივად, დავკარგეთ. არსებობს თეორიული შანსი, რომლის განხორციელებაც წარმოუდგენელია: ჩვენც რომ მოვიგოთ დარჩენილი სამი თამაში, "კაკტუსი" სამს არ წააგებს. ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სუპერლიგაში ადგილი შევინარჩუნოთ.
არჩილ ჟღენტი ("კაკტუსის" მთავარი მწვრთნელი):
- ჩვენი მიზანია, სუპერლიგაში დავრჩეთ, ამისთვის კი ყველაზე კარგი საშუალებაა, ოთხეულში შევიდეთ...
8 აპრილი, თბილისი
დინამო-მგზავრები 58:70
19:24, 12:10, 17:20, 10:16
დინამო: ვონი (6ქ, 3პ), გრძელიძე (6ქ), ღურწკაია (2ქ), ლონდარიძე (10ქ, 5მ), ფაცაცია (2ქ, 3პ), ჭოჭუა (13ქ, 6მ), მარავიჩი (6ქ), გ. რევაზაშვილი (3ქ), ბერიშვილი (10ქ, 14მ, 3პ).
მგზავრები: ფხაკაძე (2ქ), ცირეკიძე (2ქ), ლომინაშვილი (4ქ), ტურძელაძე, ქავთარაძე (15ქ), ტეილორი (18ქ, 9მ, 5პ), მერფი (15ქ, 9მ), ალენი (14ქ, 7მ, 4პ, 6ჩ).
მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, დ. ბერიშვილი, გ. მიქელაძე.
ზედა სამეულში გუნდებს ადგილები უკვე განაწილებული აქვთ და დარჩენილ მატჩებს პლეი ოფისთვის მოსამზადებლად იყენებენ. თუმცა, ვინც "დინამო"-"მგზავრებს" მიადევნა თვალი, დაგვეთანხმება, რომ "დინამო" სულაც არ იყო მოდუნებული და სულაც არ აპირებდა "მგზავრებისთვის" რამის დათმობას. მით უმეტეს, რომ მიმდინარე ჩემპიონატში ერთადერთი მარცხი სწორედ ბუბა ბერიშვილის "მგზავრებთან" ჰქონდა განცდილი.
ყოველივე ამის მიუხედავად, "სენსაცია" კიდევ ერთხელ დაფიქსირდა - ბოლოადგილოსანმა პირველადგილოსანი დაამარცხა.
სიტყვა "სენსაცია" ბრჭყალებში იმიტომ ჩავსვით, რომ მიმდინარე სეზონში გუნდებში მეტ-ნაკლებად თანაბარი შემადგენლობაა შეკრებილი, თამაშებიც ქულა-ქულაში მიმდინარეობს და ნამდვილად არ უნდა გაგვიკვირდეს თუნდაც ცხრილის პირველადგილოსნის ბოლოსთან წაგება, მით უმეტეს, რომ "მგზავრებს" აქამდე, "დინამოს" გარდა, "ქუთაისიც" ჰყავს დამარცხებული.
გადამწყვეტი.
წინა მატჩისგან განსხვავებით, საოცარი სანახავი გამოდგა "დინამო"-"მგზავრები". ორივე გუნდი მაღალ ტემპში უტევდა, მოედნის ყოველ მონაკვეთზე იბრძოდა და დაძაბულობა ფეხის ყოველ ნაბიჯზე იგრძნობოდა. "დინამო" ვერა და ვერ ახერხებდა ფავორიტის სტატუსის ანგარიშით გამართლებას. ხოლო საფინალო სირენამდე 5 წუთით ადრე "დინამოს" ერთ ლიდერს, ლონდარიძეს ხუთი ფოლით მეორე ლიდერი ჭოჭუა რომ მიჰყვა, "მგზავრებისთვის" გამარჯვების გზა უკეთ გამოჩნდა.
ანგარიში თანაბარი იყო (54:54), როდესაც ბუბა ბერიშვილის შეგირდებმა პერიმეტრიდან რამდენიმე ზუსტი გასროლა განახორციელეს და ქავთარაძის სამქულიანის შემდეგ 12-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს (68:56 სირენამდე 3 წუთით ადრე). თუ ტეილორმა და ალენმა თითო სამიანი ჩააგდეს, 19 წლის ქავთარაძემ ამ გაქცევისას ორი შორეული ტყორცნა გამოიყენა და დიდი წვლილი შეიტანა თანაგუნდელთა გამარჯვებაში.
სტატისტიკა არ ტყუის. "დინამომ" 18 შეცდომა დაუშვა. მისმა მეტოქემ ამით კარგად ისარგებლა და დინამოელთა 18 დაკარგვა 24 ქულად აქცია. "მგზავრების" 11 შეცდომიდან კი ირაკლი ხოშტარიას შეგირდებმა 11 ქულა "გამოწურეს".
გამორჩეული. "მგზავრებმა" გუნდური თამაშის წყალობით გაიმარჯვეს. თუმცა ერთი კალათბურთელი მაინც უნდა გამოვარჩიოთ - გიორგი ქავთარაძემ სპეციალისტებს დაანახვა, რომ ასაკის მიუხედავად, სუპერლიგაში თავისი ადგილი უკვე დაიმკვიდრა. ამ საქმეში დიდი წვლილი მწვრთნელ ბუბა ბერიშვილს მიუძღვის, რომელიც ახალგაზრდას ნელ-ნელა აჩვევდა საქართველოს ჩემპიონატს და როცა დასჭირდა, 15 ქულაც "მოიმკო".
ნამატჩევს
ბუბა ბერიშვილი ("მგზავრების" მთავარი მწვრთნელი):
- ეს მოგება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვიბრძვით იმისთვის, რომ ცხრილის ქვედა ოთხეულში რაც შეიძლება მეტი ქულით შევიდეთ და სუპერლიგაში ადგილი შევინარჩუნოთ.
ირაკლი ხოშტარია ("დინამოს" მთავარი მწვრთნელი):
- არ ვაკნინებ მოწინააღმდეგე გუნდის მოგებას, მაგრამ ჩვენს წაგებას გარკვეული მიზეზები ჰქონდა - ტრავმები, მოტივაციის ნაკლებობა, ჩემი, როგორც მწვრთნელის შეცდომები, ჯამში, ყველაფერი... თუმცა ეს ჩვენთვის კატასტროფა არ არის და ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს გეგმაზე.
დარჩენილი მატჩები
26-ე ტური
11 აპრილი
18:30 ქუთაისი-ბათუმი
12 აპრილი
14:00 დინამო-კაკტუსი
16:00 მგზავრები-რუსთავი
18:00 ოლიმპი-სოხუმი
27-ე ტური
21 აპრილი
18:00 ბათუმი-სოხუმი
18:30 ქუთაისი-მგზავრები
22 აპრილი
14:00 კაკტუსი-ოლიმპი
18:00 რუსთავი-დინამო
28-ე ტური
29 აპრილი
რუსთავი-კაკტუსი*
ოლიმპი-ბათუმი*
სოხუმი-მგზავრები*
14:00 დინამო-ქუთაისი
* - დრო დასადგენია
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"